საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს აკრიტიკებს.
„ეს - ვინ არის? ვინ იყო? ან ვინ იქნება? ? ? ეს რომ საქართველოს სასამართლოს ხელმძღვანელობდა (დღესაც ხელმძღვანელობს) - აი ზუსტად მაშინ გაჩნდა ქვეყანაში ასეულობით პოლიტპატიმარი, ათასობით უკანონოდ დაპატიმრებული, შემდგომში ამნისტირებული, ნაწამები ადამიანი. ამან შექმნა სასამართლო - რომელმაც დაასამარა იმის ილუზიაც კი, რომ სამართალს იპოვი სააკაშვილის საქართველოში.
უკვე 2 წელი ხდება შეიცვალა ხელისუფლება - მაგრამ ეს სუბიექტი - კვლავ ოლიმპზეა, მისი ძმაც და მათი მოსამართლეებიც.
ხალხნოოო - ნუ ამიხსნით ამ ამბავს დემოკრატიის ინტერესებით. ეს უკანონობისა და დაუსჯელობის სიმბოლოა!!! და არ არსებობს არგუმენტი - რომელიც ამართლებს ამ თავხედი ბოროტმოქმედის თანამდებობაზე დატოვებას!!!
ხომ ზუსტად იცით ყველამ - რომ კოტე ასრულებდა და დღესაც ასრულებს მიშასა და ნაცების ყველა დავალებას. რა კანონი და რა სამართალი - ამაზრზენია ეს სიბნელე!!!“,- წერს კოკა ყანდიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






