ბესელია: თაქთაქიშვილი უკონტროლოა
პოლიტიკა - 18:20, 24 Jul, 2014     2134

ადამიანის უფლებთა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი დეპუტატის ქცევის სტანდარტებს არღვევს.

"ჩვენ დავაყენებთ დისციპლინურ საკითხს ამ ქცევასთან დაკავშირებით, რომლითაც გამოირჩევა ქალბატონი თაქთაქიშვილი, რომელიც ზოგჯერ უკონტროლოა და დღეს ვნახეთ მისი უკონტროლობის კიდევ ერთი პიკი. ის უკვე ცდება დეპუტატის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ქცევის სტანდარტებს და მგონია, რომ ცოტა ფსიქიატრების დახმარებაც სჭირდება",- განაცხადა ბესელიამ.

დღეს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"თქვენ ბრძანდებით ქურდების ადვოკატი და პიროვნება, რომელიც კრიმინალურ სამყაროს წარმოადგენს და იცავს კრიმინალურ პროკურატურას," – მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა ეკა ბესელიას.

ბესელიამ თაქთაქიშვილს თავხედი, მწამებელთა წარმომადგენელი და მკვლელების გუნდის თანამოაზრე უწოდა.

„მთელი „ნაციონალური მოძრაობა „კრიმინალური ბანდა“, - განაცხადა ბესელიამ. აღნიშნულის შემდეგ თაქთაქიშვილმა პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა, დარბაზიდან გასვამდე კი ეკა ბესელიამ მიკროფონი გამოურთო.

"ფსიქიატრიულშია წასაყვანი ეს ქალბატონი. ფსიქიატრიულში უნდა წაიყვანო და იქ უნდა გაასინჯო ასეთი ხალხი", - განაცხადა ბესელიამ მას შემდეგ რაც თაქთაქიშვილი სხდომიდან გავიდა.


ნინა შადური







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42