საპარალამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია მიიჩნევს, რომ ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ უნდა იყოს.
საჯაია ამბობს, რომ ეკა ბესელიამ, კოლეგის, ჩიორა თაქთქიშვილის მიმართ შეურცხმყოფელი განცხადება გააკეთა და მას ფსიქიურად აშლილი უწოდა.
"ადამიანის უფლბათა დაცვა გულისხმობს ყველა ადამიანის (განურჩვლად ეროვნებისა, ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, რელიგიისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა) უფლების დაცვას. უფლებადამცველი ადამიანი უნდა იდგეს ყველა ამ დისკრიმინაციულ აზრზე მაღლა და უნდა შეეძლოს პირადი შეხედულების მიუხედავად ადამიანის უფლების შელახვის ფაქტის დაფიქსირება.
თუკი პირი არათუ იცავს, არამედ ცალსახად არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, აკეთებს პატივისა და ღირსების შემლახავ, დისკრიმინაციულ განცხადებას, ეს პირი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, არ უნდა წარმოადგენდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ მთავარ სახეს და სპიკერს და მით უფრო არ უნდა ერქვას უფლებადამცველი.
უფრო მარტივად - ეკა ბესელია არ უნდა იყოს პოლიტიკაში და მით უფრო არ უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რადგან იგი ვიწროპოლიტიკური შეხედულებიდან (თუ სტერეოტიპიდან) გამომდინარე აკეთებს შეურცხმყოფელ განცხადებას კოლეგის მიმართ, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას პოლიტიკური პარტიის წევრთა მიმართ და აქვს დისკრიმინაციული მოსაზრება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებზე",- წერს მარიამ საჯაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






