პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"თქვენ ბრძანდებით ქურდების ადვოკატი და პიროვნება, რომელიც კრიმინალურ სამყაროს წარმოადგენს და იცავს კრიმინალურ პროკურატურას," – მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა ეკა ბესელიას.
ბესელიამ თაქთაქიშვილს თავხედი, მწამებელთა წარმომადგენელი და მკვლელების გუნდის თანამოაზრე უწოდა.
„მთელი „ნაციონალური მოძრაობა „ კრიმინალური ბანდა“, - განაცხადა ბესელიამ. აღნიშნულის შემდეგ თაქთაქიშვილმა პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა.
"ფსიქიატრიულშია წასაყვანი ეს ქალბატონი. ფსიქიატრიულში უნდა წაიყვანო და იქ უნდა გასინჯო ასეთი ხალხი", - განაცხადა ბესელიამ მას შემდეგ რაც თაქთაქიშვილი სხდომიდან გავიდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშზე დადგენილების პროექტის უნდა მიიღოს.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






