პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა.
“პროკურატურა ძალიან გააქტიურდა და მინდა შევაქო ამჟამინდელი გუნდი და ახალი მენეჯმენტი. კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით. კარგი ცვლილებები განახორციელეს, ახალგაზრდა და კარგი კადრები წამოწიეს წინ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი საქართველოში უცხოელი პროკურორების ჩამოყვანასაც გამოეხმაურა.
“არ გამოვრიცხავ იმას, რომ თუ ოდესმე დანაშაულს ჩავიდენ გამასამართლებენ, ყველა ადამიანი უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე. რაც შეეხება უცხოელი სპეციალისტების ჩამოსვლას, ამ ფაქტს მივესალმები. გახმაურებული საქმეები რომლებიც ამჟამად მიმდინერობს მათი ზედამხედველობით უნდა იქნას წარმოებული, რომ ამ პროცესში საერთაშორისო სტანდარტები იყოს დაცული“, - განაცხადა პრემიერმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






