პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის რჩევებს ბიძინა ივანიშვილს ხშირად ეკითხება. როგორც გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დიდი ფუფუნებაა, როდესაც არსებობენ ივანიშვილის მსგავსი მრჩევლები.
“თუ ბატონ ბიძინას სურვილი ექნებოდა, რომ აქტიურად ემართა მთავრობა, როგორც ოპონენტები ცდილობენ, წარმოაჩინონ, რატომ გადაწყვიტავდა პოლიტიკიდან წასვლას? ამაში ლოგიკას მე ვერ ვხედავ. ბატონ ბიძინასთან ურთიერთობა მქონდა ათი წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ეხლაც მაქვს კომუნიკაცია. ამ ადამიანმა ჩემს განვითარებაზე და ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა. არ ვერიდები იმის თქმას, რომ როცა საჭიროდ მიმაჩნია, არ ვერიდები რჩევას ან აზრს, ამა თუ იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხზე და ამაში უჩვეულო არაფერია. როცა არსებობენ ასეთი მრჩევლები დიდი ფუფუნებაა. მე აზრს ვეკითხები ჩემი გუნდის წევრებს, ის, რომ მე ბატონ ბიძინას აზრი და რჩევა ვკითხო, ჩვეულებრივი პროცესია“, - განაცხადა პრემიერმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






