პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ მასსა და პრეზიდენტს შორის გარკვეული დისტანცირება არსებობს. როგორც გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს ჩვეულებრივი პროცესია.
“რეალურად, ჩემსა და პრეზიდენტს შორის არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის მიზანმიმართული სპეკულაციები “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. მათ სრუთ მოსახლეობას გაუჩნდეს განცდა, რომ რაღაც სერიოზული ხდება, თუმცა გიდასტურებთ, რომ არაფერი სერიოზული არ ხდება. ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, რომ გარკვეული დისტანცირება ხდება, ასეც არის. ჩვენ არ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და არც უნდა გვქონდეს. მთავრობა არის დისტრანცირებული და მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ეს არის გაწერილი კონსტიტუციაში და ჩვენ მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში ვმოქმედებთ. პრეზიდენტი ჩვენი გუნდის წევრი და ჩვენი გუნდის მხარდაჭერით არჩეული პრეზიდენტია”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






