პრემიერ-მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთ-ერთი წარმატებული უწყება, ხოლო ალექსანდრე ჭიკაიძე ეფექტური მინისტრი. როგორც გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ღარიბაშვილმა განაცხადა, დასაფასებელია ის მუშაობა, რომელსაც შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები ეწევიან.
„ლექსო 24 საათი მუშაობს. საზოგადოება მის პოტენცილს არ იცნობს. ის ძალიან სწრაფად იზრდება და არის ეფექტური მინისტრი. მან კარგად გააგრძელა ის რეფრომები, რაც დავიწყეთ გასულ წელს. სპეკულაციები, რომ კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია, აბსურდია. კრიმინალი ხდება ყველა ქვეყანაში, ისეთ ზეგანვითარებულ ქვეყანაშიც კი როგორიც არის ამერიკის შეერტებული შტატები. ჩვენთან კრიმინალის დონე გაცილებით შემცირებულია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. არაფერი საპრეტენზიო არ მაქვს ლექსოს უწყების მიმართ. ყველამ დავაფსოთ ის მუშაობა, რასაც პოლიცილები და პრესსამსახურს თანამშრომლები ეწევიან. მათი ამაგის დაუფასებლობა დიდი უსამართლობაა“, - განაცხადა პრემიერმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






