„მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნით კულტურის სამინისტროს სხვა გზავნილი გაუგზავნე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება კულტურის ყოფილ მინისტრს, პრემიერი ამბობს, რომ გურამ ოდიშარიან მენეჯმენტში გარკვეული ხარვეზები ჰქონდა.
„კულტურის სრფერო ძალიან რთულია და საქართველოში ყოველთვის დიდი ყურადღებით არჩევდნენ კულტურის მინისტრებს. ბატონი გურამ ოდიშარია ძალიან წესიერი ადამიანია, მაგრამ მას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები და შეცდომები მენეჯმენტში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ გურამ ოდიშარიას გათავისუფლება საყდრისის თემას უკავშირდება, ეს არასწორია. მიმაჩნია, რომ მიხეილ გიორგაძე ბევრად პროგრესული ადამიანი იქნება. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. გიორგაძის შერჩევით კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სხვა გზავნილი გავუგზავნე, რომ პროგრესული ადამიანის დანიშვნით გვინდა ამ სფეროში წინსვლა დაიწყოს. რამდნიმე წელია ვიცნობ მას და საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები არიან, მათ უყვართ თავის საქმე. მათ აქვთ ხარისხის მაღალი სტანდარტი, რის გამოც მე გადავწყვიტე კულტურის მინისტრად მიხიელ გიორგაძე შემერჩია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






