კულტურის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით კომპანია „ისთერნ ფრომოუშენი“ კულტურის სამინისტროსგან აღებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობას მალავდა.
როგორც გიორგაძემ გადაცემა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა, „ისთერნ ფრომოუშენი“ საბუთებისა და შესრულებული სამუშაოს მხრივ ერთ-ერთი სამაგალითო კომპანიაა.
“საქმე ეხება ბილეთების განაწილებას, ჯაზ-ფესტივალი იყო ნახსენები და ის არ არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. იქ მხოლოდ თანადაფინანსებაზეა საუბარი. საბუთებისა და შესრულებული სამუშაოს მხრივ ერთ-ერთი სამაგალითო კომპანიაა, მით უმეტეს, როდესაც თანადაფინანსებაზეა საუბარი და სახელმწიფოსთან და ბიუჯეტთან ურთერთობაზე. გარდა ამისა, არაერთი შემოწმება გაიარა კომპანიამ და არანაირი პრეტენზია შესაბამის ორგანოებს არც ერთ დონეზე და არც ერთ საკითხზე არ გამოუთქვამთ“, - განაცხადა გიორგაძემ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






