პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელმა დაიკლო - ომბუდსმენი
პოლიტიკა - 19:18, 23 Jul, 2014     542

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში კლებას განიცდის და პროგრესი ამ მიმართულებით არ შეინიშნება. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„პრობლემის სიმწვავე თვალნათლივ დაგვანახა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა, რომლის მიხედვითაც ქალთა წარმომადგენლობამ მხოლოდ 11,1% შეადგინა; ასევე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის დროსაც ქალთა წარმომადგენლობა არ იქნა გათვალისწინებული. მიმდინარე ცვლილებების მიხედვით, მინისტრთა კაბინეტში ქალთა მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებელი 21%-დან 16%-მდე შემცირდება, რადგან წარდგენილი 7 კანდიდატიდან არც ერთი არ არის ქალი.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური სისტემა, რომელიც გამორიცხავს ან ხელს არ უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სქესთა თანაბარ მონაწილეობას, არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც ლეგიტიმური. დემოკრატიული განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესია გამოყენებულ იქნას ქალთა გამოცდილება და შესაძლებლობები სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებისათვის, რაზეც რთულია ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 53%-ს ქალები შეადგენენ, მაგრამ მათი ხმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში 20%-მდეც ვერ აღწევს.

მიუხედავად საქართველოს მიერ საერთაშორისო და ეროვნული დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა, ქმედითი ნაბიჯები ქალთა პოლიტიკური და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის ქვეყანაში არ გადადგმულა. მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები, ხოლო საკანონმდებლო მექანიზმები აღნიშნული საკითხის წინ წამოწევისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

საქართველოს სახალხო დამცველის 2012 და 2013 წლების საპარლამენტო ანგარიშებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ რეკომენდაციებს, რომელიც, სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული და ამ დროისათვის არსებული მონაცემები კვლავ შეშფოთებას და უიმედობის განცდას იწვევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გენდერული მეინსტრიმინგის საკითხს მათ უწყებებში, ასევე, დანერგონ ქალებისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად თანამდებობრივი დაწინაურების, კარიერული ზრდისა და წახალისების განაწილების გამჭვირვალე პროცედურები. ასევე გარდაუვლად მნიშვნელოვანია დაიწყოს მუშაობა სპეციალური დროებითი მექანიზმების შემუშავებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს თავი დავაღწიოთ უთანასწორო მდგომარეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42