ანი ნადარეიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს
სოც.მედია - 15:45, 23 Jul, 2014     2796

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით საგანგებო განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მედია-შეტევა მიმდინარეობს.

"სერიოზული მედია-შემოტევა მიმდინარეობს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ!!! ვინაიდან პროკურატურა ვერაფერს გახდა, რამე ხომ უნდა იღონონ, ხოდა მოკლედ რამდენიმე მარაზმატიკული ნიუსი ვრცელდება ერთდროულად, რომელსაც ქართული ოცნების მხარდამჭერები დიდი სიხარულით ატრიალებენ სოციალურ ქსელებში:


1. "ბაჩო ახალაიას სიმამრის სახლში რუსები ცხოვრობდნენ" - პირველ რიგში ბაჩო ახალაიას ამ სახლთან არანაირი შეხება არ აქვს, ეს სახლი მამაჩემის გარდაცვალების მერე გაქირავდა 2004 წელს, მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაიას მე საერთოდ არ ვიცნობდი, მეორეც, ეს არის ერთადერთი ქონება (ერთსართულიანი ძველი ბელეტაჟის ტიპის სახლი, 3 ოთახით და სამზარეულოთი, მდებარე ნადარეიშვილის ქუჩა #14-ში) რომელიც მამაჩემმა დაგვიტოვა, მიუხედავად იმისა, რომ "პრივატიზაციების" დროს იგი საქართველოს ვიცე-პრემიერი იყო. ამ სახლში ქირით ცხოვრობდნენ ჯერ ლიტვის ელჩი, შემდეგ ესტონეთის ელჩი და 2009 წელს სახლის ქირაობის სურვილი გამოთქვა რუსეთის წარმომადგენელმა, რომელსაც ფარავს შვეიცარიის საელჩო, რაზედაც დედაჩემმა უარი განაცხადა, ვინაიდან თამაზის ნაცხოვრებ სახლში, იქ სადაც იცხოვრა და გარდაიცვალა მის მტრებს არ ვაცხოვრებო. უშიშროების სამსახურმა აუხსნა რომ სახელმწიფოსთვის ესე იყო აუცილებელი და სახლი მათ მიქირავდა, დანარჩენი საიდუმლოა და ამაზე არ ვილაპარაკებ, რაც არ უნდა ცილი დაგვწამოთ ჩვენს ოჯახს რაღაც სიბინძურეებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს ვიტყვი და ჩემს პირად ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არასოდეს დავაყენებ!


2. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერლებს, რომლებსაც იბარებენ მოდულში დაკითხვებზე, სხვადასხვა ღირსშესანიშნავ თარიღებში ერიცხებოდათ თანხა მათი მომსახურეობისთვის, მათ შორის ერთ-ერთ თარიღად სახელდება 24 ოქტომბერი - ბაჩო ახალაიას დაბადების დღეს! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბაჩო ახალაიას არათუ თავისი ან მისი ოჯახის წევრების დაბადების დღეები არ გადაუხდია არასოდეს, არამედ სხვის პომპეზურ დაბადების დღეებზეც არასოდეს არ დადიოდა!


3. მედიით დღეს გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთარ ორჯონიკიძე იყო ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი. ეს ორჯინიკიძე, რომლის სახელი და გვარი დღეს პირველად გავიგე და როგორც ეხლა გავარკვიე მთელი ცხოვრება იყო შს სამინისტროს თანამშრომელი, არ ვიცი რა კუთხით უნდა დაუკავშირონ ბაჩოს მარჯვენა ხელს ან ფეხს, მაგრამ ესეთი რაღაცეები ადამიანებს უკვე აღარ აინტერესებთ, მთავარია სტატიის სათაური წაიკითხეს...


4. ასევე ყვითელი პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩემი ძმა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს იყო დაპატიმრებული. ამასთან დაკავშირებით ვაკეთებ განმარტებას: ჩემი ძმა არის წოდებით პოლკოვნიკი, იარაღების კოლექციონერი, სროლაში არაერთგზის ჩემპიონი, ეს არის მისი ცხოვრების ჰობი... მან დაუდგენელი პირისგან შეიძინა გაუფორმებელი იარაღი, რა დროსაც ოპერატიული ინფორმაციით იგი დააკავეს და სასამართლომ მას მიუსაჯა 6 თვე პატიმრობა, რაც მან მოიხადა გლდანის ციხეში. ნასამართლობა გაუქარწყლდა 2013 წელს. ეხლა აქ მე ვსვამ კითხვას! რა უნდა ექნა სახელმწიფოს? რადგან ბაჩო ახალაიას ცოლისძმა იყო ან რადგან თამაზ ნადარეიშვილის შვილი იყო არ უნდა ეგო პასუხი კანონის წინაშე? არც კომფორტით უსარგებლია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გლდანის ციხეში იჯდა სხვა 3 პატიმართან ერთად, რატომღაც ბაჩომ მას ვერ შეუქმნა "პრივილიგირებული პირობები", თურმე მარტო სხვებს უქმნიდა, როგორც პროკურატურა უტიფრად გვიმტკიცებს და რაზეც ეხლა ბაჩო ზის წინასწარ პატიმრობაში.

და ბოლოს მივმართავ ყველა მედია საშუალებას, ჩვენ გვყავს შვილები, მათ შორის თინეიჯერები, რომლებიც ამ თქვენს დაწერილ სიბინძურეებს კითხულობენ და განიცდიან, ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფნი! წარმოიდგინეთ თქვენი შვილები მათ ადგილას! გთხოვთ ყველას ვისაც პრეტენზია გაქვთ ობიექტურობაზე, გადაამოწმოთ ყველა ინფორმაცია ჩემთან, არასოდეს დაგზარდებით გაგცეთ პასუხი და მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე! ნუ დაწერთ შეკვეთილ სტატიებს და ნუ გაავრცელებთ ჭორებს!",- წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.



ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42