საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოინგ 777-ის კატასტროფაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან საუბარში სააკაშვილმა პარალელები გაავლო საქართველოსა და უკრაინას შორის. მან იმ ქმედებებზე ისაუბრა, რაც დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტის შესაჩერებლად უნდა გააკეთოს.
„ეს ოპერაცია პუტინის დაგეგმილია და მას თავად ხელმძრვანელობს. რა თქმა უნდა, რუსებს თვითმფრინავის ჩამოგდებასთან პირდაპირი კავშირი აქვთ. წარმოუდგენელია, რომ ამ სისტემას არეოდა სამხედრო თვითმფრინავი სამოქალაქო თვითმფრინავში, რადგან სამხედრო თვითმფრინავები ზომით შედარებით პატარაა. გარდა ამისა, ეს სარაკეტო სისტემები სიზუსტით გამოირჩევა. ერთი რამ უდაოა, რუსეთი სამეთაუროს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება. რაც ამერიკელებმა გააკეთეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ახლა ევროპელებმა უნდა იმოქმედონ, რაც უფრო დააგვიანებენ საფასურიც უფრო გაიზრდება. მათ, რომ შეეჩერებინათ რუსეთი საქართველოში, ყირიმიც აღარ იქნებოდა...რომ გაეჩერებინათ რუსეთი ყირიმში აღარ იქნებოდა აღოსავლეთი უკრაინაში ის, რაც იქ ხდება. ზომები თუ არ მიიღეს, ეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეც გაგრძელდება. ევროპელებს შეუძლიათ რაკეტებზე და იარაღზე ეფექტური ბერკეტების გამოყენება. მათ უარი უნდა თქვან რუსული ნავთობის შეძენაზე... ეს კონფლიქტი თავისით არ შეჩერდება, ეს ვიღაცამ უნდა გააჩეროს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






