რუსეთი უბრალოდ ვერ გახდება იმპერია უკრაინის გარეშე, - ამის შესახებ ,,The Wall Street Journal“-ის მიმომხილველი ჟერარდ სეიბი წერს. მისი აზრით, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უნდა გაიგოს, რომ კრემლს სურს შეცვალოს მოვალენების განვითარების ტრაექტორია არა მხოლოდ უკრაინაში, რამედ მთელ ევროპაში.
ავტორი შეახსენებს, რომ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ პოლონეთი აქტიურად მუშაობდა დასავალეთთან დაახლოებისთვის, მაშინ როცა უკრაინა კონცენტრირებული იყო საბჭოთა კავშირისდროინდელი ტრადიციების ურთიერთობების განვითარებით რუსეთთან. შედეგად, უკრაინის ეკონომიკა და მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა ორჯერ უფრო სწარფად, ვიდრე უკრაინაში. ,,ეს კონტრასტი ძალიან აფრთხობს პუტინს. მას შემდეგ, რაც უკრაინამ დაიწყო პოლონეთის მსგასად დაახლოება დასავლეთთან, უკვე გაისმა განგაშის სიგნალი კრემლისთვის. ამ ვითარებაში, როცა რუსეთის სატელიტი სახელმწმიფოები ასე იქცევიან, რუსეთს მოუწევს დამშვიდობება იმპერიის აღდგენის პერსპექტივებტან. ამიტომ, პუტინი აღმოჩნდა ისტორიული მასშტაბის არჩევანის წინაშე: იცუროს დინების მიმართულებით და მისცეს საშუალება უკრაინას, გავიდეს მისი ორბიტიდან, ან შეეცადოს, რომ ის შემოაბრუნოს საპირისპირო მიმართულებით. ფაქტია, რომ არჩევანი პუტინმა მეორეს სასარგებლოდ გააკეთა.
პუტინს ეხლა უწევს იმოქმედოს სწრაფად, რადგანაც მისი პოზიციები ეხლა შედარებით უფრო ძლიერია, გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთ ევროპა იღებს მისგან სოლიდური რაოდენობით გაზს, მაგრამ მან კარგად იცის, რომ ევროპა, დროთა განმავლობაში, ამ დამოკიდებულებისგან აუცილებლად გათავისუფლდება“, - წერს მიმომხილველი.
მასალის გამოყენების პირობები






