„ნაციონალური მოძრაობა" "ბოინგ 777" თვითმფრინავის კატასტროფის გამო პარლამენტში სპეციალური რეზოლუციის მიღების წინადადებით გამოდის. ამის შესახებ უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობამ შესაბამისი ტექსტის მოსამზადებლად ერთობლივი ჯგუფი უნდა შექმნას.
„ეს საკითხი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მწვავეა, განსაზღვრავს მთელი მსოფლიოს დამოკიდებლებას რუსეთის მიმართ. პრაქტიკულად არავის ეპარება ეჭვი იმაში თუ ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი. კარგი იქნება, თუ პარლამენტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - უკრაინის, ჰოლანდიის და ზოგადად, მთელი მსოფლიოს მიმართ სოლიდარობას გამოიჩენს და განცხადებას მიიღებს. ჩვენ, რეზოლუციის გამზადებულ ტექსტს არ გთავაზობთ, რადგან ეს სხვადასხვაგვარ მიდგომას გამოიწვევს. გთავაზობთ, შესაბამისმა კომიტეტმა, ან უმცირესობამ და უმრავლესობამ ერთობლივი ჯგუფი შევქმნათ და მოკლე ხანში საერთო ტექსტი შევიმუშაოთ", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






