IDFI 2013 წელს სამინისტროების მიერ ჩანაცვლებული ავტომობილების და მათი ტექნიკური მომსახურებისას გაწეულ ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 16 ძვირად ღირებულიავტომობილი, (საერთოფასი 856 800 ლარი) ჩაანაცვლა 874 500 ლარისღირებულების 30 ცალი Skoda Rapid 1.6 მოდელის ავტომობილით .
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შემთხვევაში ბალანსზე რიცხული 41 232 ლარის ღირებულების სამი ერთეული ავტოსატრასპორტო საშუალება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ჩანაცვლდა ოთხი 57 879 ლარის ღირებულების ავტომობილით. მათ შორის 2003 წელს გამოშვებული TOYOTA Landcruiser 4.5, 24V W „wagon” ნარჩენი ღირებულებით -18 232,39 ლარი, ჩანაცვლდა იმავე წელს გამოშვებული 28 538 ლარის ღირებულების BMW X5 მოდელის ავტომობილით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს ორი ცალი -ვაზ 21214 ღირებულებით- 8 000 ლარი ჩანაცვლდა ერთი ერთეული TOYOTA Landcruiser LC150 ღირებულებით - 84 545 ლარი.
საქართველოს სპორტისა და ახლაგზარდობის საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი Chevrolet Aveo ღირებულებით - 2 500 ლარი ჩანაცვლდა 20 091 ლარის ღირებულების Renault Logan მოდელის ავტომობილით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლა 2011 წელს. 206 600 ლარის ღირებულების 13 ავტომობილი ჩანაცვლდა იმავე ოდენობის 467 089 ლარის ღირებულების ავტომობილებით.
რაც შეეეხება ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს, 2013 წელს ყველაზე დიდი ხარჯი სოფლის მეურნეობის მინისტრის ავტომობილზეა გაწეული - 10 341ლარი, ხოლო ყველაზე ცოტა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის - მინისტრის ავტომობილზე - 3 014 ლარი.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






