პრემიერმა კულტურის მინისტრობის კანდიდატად მიხეილ გიორგაძე წარადგინა
პოლიტიკა - 13:44, 23 Jul, 2014     3213

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატად მიხეილ გიორგაძე წარადგინა. ამის შესახებ პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელოდება კულტურის მინისტრის კანდიდატურას, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის კულტურის სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ის სფერო, რომლითაც საქართველო უნდა წარსდგეს მსოფლიოს წინაშე. სწორედ ამიტომ, კულტურის განვითარებას ახლებური, თანამედროვე, რეფორმატორული მიდგომა სჭირდება. ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მთელი გუნდის ხედვა. ბევრი მსჯელობის შედეგად შეირჩა ისეთი კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც დღეს კულტურის ახალი პოლიტიკისთვის არის საჭირო. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს მიხეილ გიორგაძის კანდიდატურას. იგი პროფესიით არის ეკონომისტი, დამთავრებული აქვს მენეჯმენტის ევროპული პროგრამა ბრიუსელში. საზოგადოება მას იცნობს როგორც კულტურის სფეროს წარმატებულ მენეჯერს და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორს. იგი გახლავთ კომპანია "ისტერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი, ლონდონის ,,BPR Production“-ის ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის კონსულტანტი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი. მიხეილ გიორგაძეს აქვს ფართო კონტაქტები უცხოეთში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის გატანას მსოფლიო მასშტაბით და მის პოპულარიზაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სულ მალე ბატონი მიხეილ გიორგაძე გახდება გუნდის წევრი. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიხეილ გიორგაძე დაძლევს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს სამინისტროს წინაშე დგას და გაამართლებს ჩვენი საზოგადოების მოლოდინს“, - აღნიშნულია პრემიერის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42