,,თავდაცვითი“ ღონისძიება პოლიტიკური სარჩულის დასამალად? - პროკურორების ჩამოყვანის მიზანი
პოლიტიკა - 12:59, 23 Jul, 2014     1669
,,ნიუპოსტთან“ საუბარში ,,რეფორმატორთა კლუბის“ ექსპერტი ირაკლი კობიძე, უცხოელი პროკურორების მოწვევის საკითხს განიხილავს, როგორც ერთგვარ ,,თავდაცვით“ ღონისძიებას, რითაც ხელისუფლება ცდილობს ყოფილი თანამდებობის პირთა მიმართ წარმოებული საქმეების პოლიტიკური სარჩული დაფაროს.

,,ზოგადად, საქართველოს პროკურატურის უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა მისასალამებელი ფაქტია გამოცდილების გაზიარების აუცილებლობიდან გამომდინარე, მაგრამ პროკურატურის მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ კონკრეტული ადამიანები უცხოეთიდან ჩამოყჰავთ არა ტრენინგების და სემინარების ჩასატარებლად, არამედ ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ ამჟამად მიმდინარე გამოძიების პროცესში პროკურორებისათვის დახმარების გასაწევად.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ჯამში პროკურატურის დისკრედიტაციას და მის მიმართ არსებული უნდობლობის გაღრმავებას ემსახურება, დასკვნების გაკეთება მაინც მარტივია:

ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ თანამდებობის პირთა მიმართ წარმოებულ საქმეებს მტკიცებულებების სისუსტის, კატასტროფული დარღვევებისა და რაც მთავარია პოლიტიკური ხასიათის გამო საბოლოო წარმატების პერსპეკტივა არ აქვს და ცდილობს, უცხოელი ექსპერტების საქმეებში ჩართვით აირიდოს ეს მძიმე პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე.

გარდა ამისა, ამ ნაბიჯით ხელისუფლება ცდილობს შეიმსუბუქოს პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. საქმეები შიდა ინსტანციების შემდეგ საჩივრდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და არსებობს მოლოდინი იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო ინსტანციაში ცალსახად წააგებს დავას ისეთ საქმეზე, როგორიც არის ქვეყნის ოპოზიციური პარტიის ლიდერის – ივანე მერაბიშვილის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა.

ამრიგად, ხელისუფლების მიერ უცხოელი ექსპერტების მოწვევა განხილული უნდა იქნას, როგორც ერთგვარი ,,თავდაცვითი“ ღონისძიება ყოფილი თანამდებობის პირთა მიმართ წარმოებული საქმეების პოლიტიკური სარჩულის დაფარვის მიზნით.

მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ღონისძიება თავისი შედეგებით უსუსურია, თუნდაც იმ მიზეზით, რომ საქართველოს იურისდიქციაში მიღებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ოფიციალურ მონაწილეებს – პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს და არა უცხოეთიდან მოწვეულ პირებს, რომელთა საქმიანობაც მხოლოდ არაოფიციალური, საკონსულტაციო ხასიათისაა“, - აცხადებს ირაკლი კობიძე.

,,ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს პროკურატურაში და მის სათავეებთან არაკომპეტენტური ადამიანები არიან“, - აცხადებს გაზეთ ,,ალიასთან“ იურისტი მამუკა ნოზაძე, რომელიც ანალოგიურ შემთხვევას ვერ იხსენებს ვერცერთი ქვეყნის მაგალითზე. ნოზაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას საქმის ,,გასაპრავებლად“ ჩამოჰყავს და ეს შესაძლოა იყოს სააკაშვილის დასაპატიმრებლად ერთგვარი რეპეტიცია.

,,ეს არის ფიზიკურად შეუძლებელი. ეს ადამიანები ერთ თვეში ან ორი თვეში ერთხელ, შეიძლება ჩამოვიდნენ საქართველოში რადმენიმე დღით და რაღაც კონსულტაციები გაუწიონ. თუკი ადამიანმა არ იცის სამართალწარმოების ენა და თუკი არ იცის იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ის მიწვეულია, მაშინ როგორ გააკეთებს დასკვნას?

ერთადერთი, რისთვისაც ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ მოწვეული, ისაა რომ „გააპრავონ“ პროკურატურის მოქმედება რომელიმე უმაღლესი პირის მიმართ. ანუ მოხდეს სისხლის სამარათლის პასუხისგებაში მიცემა რომელიმე პირის, შემდეგ მობრუნდნენ და თქვან, აი გამოცდილი ქვეყნის გენერალური პროკურორები ეთანხმებიან ამ დასკვნას...

ერთადერთი, დასაბუთებული არგუმენტი მათი ჩამოყავნისა არის სააკაშვილის დასაპატიმრებლად ერთგვარი რეპეტიცია. გარდა ამის ბუნებრივია და ინფორმაციაც არის იმის შესახებ, რომ ახალი ბრალდებები იქნება წარდგენილი ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. გარდა ამისა, ის ბრალდებები, რაც ქვეყნის უმაღლესი პირების მიმართ იყო წარდგენილი, არის უსუსური და არც სათანადოდაა დასაბუთებული, შესაბამისად შეიქმნა განცდა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ეტყობა ისწავლეს ჭკუა და ემზადებიან, უფრო დამაჯერებელი იყოს მათი მუშაობა“, - აცხადებს ნოზაძე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევით, თბილისში მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი ჩამოვიდა. მოწვეული სტუმრები არიან ყოფილი პროკურორები, რომლებსაც წარსულში საკუთარი ქვეყნების სამართლადამცავ ორგანოებში მაღალი თანამდებობები ეკავათ, უძღვებოდნენ ყოფილი სახელმწიფო მოხელეების გახმაურებულ საქმეებს, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო ტრიბუნალების საქმიანობაში.

მთავარი პროკურატურა გეგმავს, რომ მოწვეული სპეციალისტებისგან კონსულტანტთა ჯგუფი დააკომპლექტოს, რათა მაქსიმალურად იქნას გაზიარებული მათი გამოცდილება და გათვალისწინებულ იქნას რეკომენდაციები. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის - "ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას."

მოწვეული სპეციალისტების ჯგუფს წარმოადგენენ:

სერ ჯეფრი ნაისი (Sir Geoffrey Nice) - 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად, არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია;

მოშე ლადორი (Moshe Lador) - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას ის ზედამხედველობდა არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს, რომელთა შორისაც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის საქმეც. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის მთავარი პროკურორი;

პოლ კაფი (Paul Coffey) - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42