საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მაია ფანჯიკძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მისი იმპლემენტაციის საკითხებს დაუთმო. მაია ფანჯიკიძემ მინისტერიალის მონაწილეებს გააცნო შეთანმხების ეფექტური იმპლემენტაციისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული მექანიზმები. აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე მაია ფანჯიკიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღმავების მიმართულებით, მაისში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის გათვალისწინებით.
„ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე იმაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია. ვთხოვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ რატიფიკაციის პროცესი დაასრულონ. ვუთხარი მათ, რომ პირველი სექტემბრიდან ასოცირების ხელშეკრულების დროებით გამოყენებას ვიწყებ. მთელი ყურადღება გავამახვილე იმპლემენტაციაზე და იმ ახალ ინსტრუმენტებზე, რომელიც შექმნილია იმპლემენტაციის პროცესისთვის. ასევე ვთხოვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დახმარება იმპლემენტაციის პროცესში. ყველაფერმა ამან ჰპოვა მოიწონება, ამიტომ ევროკავშირი დახმარებას შეგვპირდა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






