დავით ნარმანია საგანგებო მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა - 09:26, 23 Jul, 2014     2451

თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის ყველა სამსახურს მოუწოდებს არ დაარღვიონ კანონი, იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში და ემსახურონ დედაქალაქისა და მისი მაცხოვრებლების ინტერესებს. ამის შესახებ ნარმანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის მერიის გარკვეული სამსახურები და მათი ხელმძღვანელები მოქალაქეებს და დაიტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს აწვდიან არასწორ ინფორმაციას, თითქოსდა სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართონ თბილისის არჩეულ მერს დავით ნარმანიას და მის ადმინისტრაციას. აღნიშნული ქმედება, სავარაუდოდ, განპირობებულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით. მერიის სამსახურების ხელოვნური პარალიზებით, პირველ რიგში, ზარალდებიან თბილისელები, რომლებიც დედაქალაქის თვითმმართველობის სტრუქტურებს კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის თხოვნით მიმართავენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქალაქ თბილისის ახლადარჩეულ მერს თავისი მოვალეობების შესრულების უფლება მხოლოდ მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უჩნდება.

საქართველოს კანონმდებლობით, ახალი მერის უფლებამოსილების ცნობამდე, არსებული ვიცე-მერები, თბილისის მთავრობა და მთავრობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები ვალდებული არიან, ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა და კეთილსინდისიერად შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული მოვალეობები.

მოვუწოდებთ მერიის ყველა სამსახურს, არ დაარღვიონ კანონი, ნუ მოახდენენ საქმიანობის პარალიზებას, იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში და ემსახურონ დედაქალაქისა და მისი მაცხოვრებლების ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ამგვარი ქმედება შეფასდება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და საბოტაჟის მცდელობად”, - აღნიშნულია განცხადებაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42