,,კულტურის მინისტრის პოსტი კვლავაც ვაკანტურია..... გუშინდელი დღის შემდეგ, რამდენ ადამიანს შევხვდი - ხელოვანებს, ხელოვნებათმცოდნეებს, კულტუროლოგებს, დიპლომატებს, რეჟისორებს, არტისტებს.... ინჟინრებს, ქიმიკოსებს, მათემატიკოსებს, მარქშეიდერებს, მეხანძრეებს.... ყველაში ვიგრძენი სურვილი - გახდეს კულტურის მინისტრი;))))
როგორც ჩანს, ასე ვარდისფრად მოსჩანს კულტურის მინისტრის კაბინეტი გარედან და მინისტრის საქმე - მარტივად;)))) არადა, ჩემი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე სტრატეგიული სამინისტროა.... საიდანაც იწყება და გრძელდება ქვეყანა.... ეს იმიჯისთვის!
და უმთავრესი - ვიდრე კულტურის სამინისტრო აღიქმება ყველა რეალურად კარგი პროექტის ან ხშირად ბოდვის დამფინანსებელ „ორგანოდ“, არაფერი გამოვაააააააააააა..... ვიდრე ქვეყანაში კულტურა არ გახდება პრიორიტეტი, ვიდრე არ შეიცვლება დაფინანსების სისტემა, ვიდრე მთავრობის მიმართ შანტაჟის მეთოდით თითზე ჩამოსათვლელი „ელიტარული ხელოვანები“ 700 ათასიან პროექტებს ითხოვენ და ვიდრე „ნიჭის მონოპოლისტი გიგანტები“ ნიჭიერი ახალგაზრდების გენიალურ პროექტებს და ოცნებებს კონსერვის ქილაში ახშობენ, ქართული კულტურა ჩიხში დარჩება... ამ ყველაფრის მოწესრიგება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება.....თუკი....
ეს უნდა გააცნობიეროს ერმა და მთავრობამ! სხვა შემთხვევაში - მინისტრები მოვლენ და წავლენ - როგორც ეს გუშინ, ჟურნალისტმა და მწერალმა გურამ ოდიშარიამ თქვა, ვინც ეს ყველაფერი ჩვენზე უკეთ იცის;)))))“, - წერს ესმა კუნჭულია.
მასალის გამოყენების პირობები






