საქართველოს მუსიკალური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ნახუცრიშვილი პრემიერ-მინისტრს „ფეისბუქის“გვერდიდან მიმართავს და კულტურის მინისტრად საკუთარ კანდიდატურას „სთავაზობს“.
„ბატონო ირაკლი, დამნიშნეთ კულტურის მინისტრად!!! კულტურული ვარ და ხელოვნება მიყვარს...მიკერძოებული არ ვიქნები, გეფიცებით!!!“ - წერს ნინო ნახუცრიშვილი და იქვე დასძენს: „რომ მახსენდება ახლა ახალ მინისტრს თავიდან რომ უნდა ავუხსნათ, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ - მეტირება :-)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) იმას ვნატრობ - ისეთი მაინც დანიშნონ, რომ ერთხელ მაინც ნამყოფი იყოს ჩვენს კონცერტზე“.
ნინო ნახუცრიშვილის ამ სტატუსს მისი მეგობრები გამოეხმაურნენ:
დუდანა მაზმანიშვილი ნახუცრიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს და პრემიერს მიმართავს: „რასაც ეკარება ოქროდ აქცევსო“.
„მე წინააღმდეგი ვარ, დამბლოკავს სამინისტრო! (ეგებ ამან მაინც გაჭრას!):) - აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.
„თქვენს კი არა, ზოგადად კონცერტზე ნამყოფი მინისტრი გაღირსონ, ის ინატრე,“ - წერს ნინო ნახუცრიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






