ხელისუფლება ჯოზეფ კეისთან გარიგებაშია შესული - უგულავა
სოც.მედია - 18:35, 22 Jul, 2014     2295
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩემს საქმეზე საქართველოს პროკურატურის მთავარი მოწმე არის საერთაშორისო თაღლითი ჯოზეფ კეი.

მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ ხელისუფლება ჯოზეფ კეისთან შესულია გარიგებაში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ პირველი ჩვენების მიცემისას, მაშინდელმა ფაქტობრივად მთავარმა პროკურორმა ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის სახელით შეპირდა, რომ დაეხმარებოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავაში. სანაცვლოდ მოსთხოვა ჩემსა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა. ჯოზეფ კეიმ საეჭვო გარემოებებში მისცა ცრუ ჩვენება ჩემი და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რის შემდეგ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში გაიმარჯვა ოჯახის წინააღმდეგ დავაში. (დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეადარონ თარიღები და მოვლენათა ქრონოლოგია და ამაში დარწმუნდებიან)

ამის შემდეგ ჩემი და კეზერაშვილის მიმართ წარმოებული საქმე გაიწელა, ხოლო შუალედში, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან ინა გუდავაძემ მიიღო დახმარების პირობა. (სანაცვლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა საქართველოში სიმდიდრით მეორე ადამიანის წინასაარჩევნო მხარდაჭერა და ტელეკომპანია იმედის ლოიალური დამოკიდებულება). ამის შემდეგ პატარკაციშვილების ოჯახი უზენაეს სასამართლოში იგებს ხსენებულ დავას, თუმცა მეტალურგიურის გარშემო დავა ამით არ ამოწურულა.

ხსენებული საქმის გარდა საქართველოს სასამართლოებში კიდევ ორი პროცესია, რომელთაგან ერთ-ერთი შეეხება ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ წიდას, რომლის გარეშე ქარხანა ფაქტიურად უფუნქციოა. ამ საქმეშიც დარჩენილია უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი წიდასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლებამ კვლავ "გადააგდო" პატარკაციშვილების ოჯახი და ჯოზეფ კეი დღეს ან ხვალ გაიმარჯვებს ხსენებულ საქმეში. (თუ ეს გადაწყვეტილება დღეს უკვე არ გამოიტანა სასამართლომ)

ხელისუფლება იმდენად დაბრმავებულია შურისძიებით, არად აგდებს ქარხნის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ გადაწყვეტილებით ქარხანა ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას და უამრავი ადამიანი უსამსახუროდ დარჩება.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ამ აფიორაში ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის სასამართლო. ამ თემასთან დაკავშირებულ დეტალებზე ვაპირებ ვისაუბრო ხუთშაბათს სასამართლო პროცესზე, რათა ფარდა აეხადოს ამ ფარსს",- წერს გიგი უგულავა.


ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42