პარლამენტში ფინანსთა მინისტრის და უმცირესობის შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრი დეპუტატებს 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს აბარებს. ხადურის თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებს არ იღებს, რადგან 2013 წელს არსებული პრობლემების ფონზე ხელისუფლებამ ბევრი პროექტი განახორციელა.
"მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელ ბიუჯეტს ჰქონდა პრობლემები, შარშან ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. გავზარდეთ პენსიები, სოციალური დახმარებები, დახმარებები ლტოლვილთათვის, დავაგეთ უფრო მეტი გზა, ვიდრე ოდესმე დაგებულა საქართველოში. გადავედით საყოველთაო ჯანდაცვაზე, განათლებაში ყველა ბავშვმა მიიღო სახელმძღვანელო, უმაღლეს სასწავლებლებში შემოვიღეთ უფასო ფაკულტეტები. ეს ისაა, რაც სიზმარშიც არ უნახავს "ნაციონალურ მოძრაობას", მათი "ბრჭყალებში შესრულებული ბიუჯეტის დროს“ , - განაცხადა ხადურმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






