მამუკა არეშიძე მალხაზ პატარაიას "ნაციონალების" ადვოკატს უწოდებს
პოლიტიკა - 14:25, 22 Jul, 2014     2300
დაახლოებით ერთი თვის წინ ექსპერტ მამუკა არეშიძესა და მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაიას შორის, აფხაზეთის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც პატარაიამ იკითხა, თუ რატომ და რა სტატუსით იმყოფებოდა შეხვედრაზე არეშიძე.

როგორც მაშინ სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, გაღიზიანების მიზეზი კავკასიის საკითხებზე მომუშავე ექპერტის ის განცხადებებია, სადაც, მათი თქმით, მამუკა არეშიძე ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებას ემხრობა.

მამუკა არეშიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და დაპირისპირების დეტალებზე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, ამჯერად, აღნიშნულ თემაზე ექსპერტს გაზეთი „ქრონიკა +“ ესაუბრა.

„პატარაიას ვიცნობ 1988 წლიდან და იქიდან მახსოვს, რომ ის იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი, ასევე მახსოვს, რომ მაშინ სოხუმის უნივერსიტეტში შეიქმნა რუსთაველის საზოგადოება, - სოხუმის უნივერსიტეტში!!! წარმოგიდგენიათ ეგ როგორი რაღაცა იყო იმ დროს და რას ნიშნავდა? ჰოდა, მაშინ შევარდა ეს იმ სხდომაზე და სულ „სუკის“ აგენტები ეძახა რუსთაველის საზოგადოების წევრებს. სხვათაშორის, ორი წლის შემდეგ თვითონ გახდა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. მოკლედ, მთელი თავისი ცხოვრება ვიღაცას ეჩხუბება. ყველა მთავრობას ებრძოდა „ნაციონალების“ გარდა. ებრძოდა კი არა „ნაციონალების“ ადვოკატიც იყო, 2003 წლის არჩევნები რომ ჩაიშალა. მერე გასუსული იყო მათ პერიოდში და არაფერზე განსაკუთრებულად თავი არ გამოუდევს, ახლა კი უცებ გამოჩნდა“,- განაცხადა არეშიძემ.

გამოცემასთან საუბარში ექსპერტმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა.

„ეტყობა ახლა გადაწყვიტა პატარაიამ, რომ რაღაცნაირად გამოჩინოს თავი და წარდგეს საზოგადოების წინაშე, იქ დებოში დაიწყო, - შეურაცხყოფა მომაყენა, ვინ არის ეს სუბიექტიო?! მე იმაზე კი არ გავგიჟდი, ჩემი იდეის წინააღმდეგ რომ გამოვიდა, პირადი ხასიათის შეურაცხყოფა მომაყენა და ამიტომ იყო, რომ გამოეთრიე გარეთ მეთქი!- ვუთხარი“,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტმა ვრცლად ისაუბრა იმ იდეის შესახებაც, რის გამოც ინციდენტი მოხდა.

„2011 წელია, არაფერი არ ხდება. ჩემი იდეის წარმოშობა განსაკუთრებით განაპირობა ერთმა ფაქტმა: ეს ის პერიოდია, როცა აფხაზებმა ხელი მოაწერეს რუსებთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც „ფეესბეს“ ოფიცრები, რომლებიც სამსახურს გაივლიდნენ აფხაზეთში, იღებდნენ უფლებას, მოეთხოვათ საცხოვრებელი ფართი აფხაზეთის ტერიტორიაზე.“ფეესბეს“ ოფიცრები კი, ძირითადად არიან მესაზღვრეები და უცებ მოხდა ისე, რომ სასაზღვრო ნაწილში ოფიცრების რაოდენობა რიგითების რაოდენობას გაუტოლდა. მივხვდი, რომ ამით დაიწყო ექსპანსია, - ეთნიკური სურათის შეცვალა და თან ზუსტად გალის რაიონში ხდება ეს ამბები.

ჩემი იდეა ასეთი იყო: აფხაზებს ვთავაზობთ მოლაპარაკების დაწყებას, ოღონდ ასეთი პირობით: ეს არის რუსეთის ჯარის უპირობო გაყვანა და ლტოლვილების უპირობო დაბრუნება, ამის შემდეგ მოლაპარაკების დავიწყებდით დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით.

გამორიცხულია, რომ რუსები დათანხმდნენ, აფხაზები კი თვითონ ვერ წამოვლენ ამაზე. აფახაზები თუ დადებითად განეწყობიან და მოითხოვენ, რომ მიუშვან მოლაპარაკებაზე , რუსები არ მიუშვებენ. გამოდის, რომ მთელ მსოფლიოს ვეუბნებით: საქართველოს სურს, დაიწყოს ამ საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკება, მაგრამ რუსეთსა და ოფიციალურ სოხუმს არ უნდა. ეს ხომ უბრალო აფხაზისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი მესიჯი?!

ეს ერთი, მაგრამ, ვთქვათ, მიუშვეს რუსებმა, მოლაპარაკების რეჟიმში ვართ აფხაზები და ქართველები, თემები კი არის რუსეთის ჯარის გაყვანა, ლტოლვილების დაბრუნდება და დამოუკიდებლობა. ანუ რამხელა პროცესს ვიწყებთ მსოფლიო საზოგადოების თვალში?!

მაგასაც რომ თავი დავანებოთ, შეიძლება ჩემი იდეა მცდარია, არ ვიკლავ, ბატონო თავს, მაგრამ შენ რომ მელაპრაკები და ჩემს იდეას აგინებ, მაშინ შენ მითხარი, როგორ გავაკეთოთ? პატარაიას რაზე ველაპარაკო? ამდენი ხანია, დევნილია აფხაზეთიდან. მე მისი და მისნაირი ხალხის აზრი, თუ როგორ მოვიქცეთ, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაზე აპელირება მოვახდინოთ, არ გამიგია“,- აღნშნა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ქრონიკა +“-თან საუბრისას.

ერთი თვის წინ მომხდარ ინციდენტის შემდეგ მალხაზ პატარიამ "ნიუპოსტთან" შემდეგ სახის კომენატრი გააკეთა:

"მამუკა არეშიძე მრავალი წელია ეწევა ანტიკონსტიტუციურ ქმედებას და ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს. მას სურს ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების საკითხში თანამონაწილეებად გახადოს სხვა ადამიანები, სწორედ ამის გამო მქონდა ასეთი რეაქცია და მოვითხოვე რომ მას დაეტოვებინა დარბაზი. ყველგან დავაფიქსირებ ამას, სადაც კი ხელი მიმიწვდება მე მას ვამხელ ყველგან, მასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის მსგავსად ცდილობს აფხაზეთის აღიარების საკითხი თავს მოახვიოს საზოგადოებას. ეს არის კოლაბორაციონიზმი და ღალატი, რასაც ის სჩადის“, - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42