ყრილობას, სადაც ბურჯანაძე ქდმ-ს თავმჯდომარე გახდა, აქტივისტები არალეგიტიმურად მიიჩნევენ
პოლიტიკა - 14:08, 22 Jul, 2014     3608
საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ ნინო ბურჯანაძე დღეს ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეა. როგორც ირკვევა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტოვებს პარტიის არა მხოლოდ თავმჯდომარის პოსტს, არამედ მის რიგებსაც და ხდება ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე. ამას ადასტურებს სააგენტო ,,ნიუპოსტისთვის“ ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია. როგორც პარტიის რეგიონული ლიდერები ამბობენ, ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ 6 მაისს მოწვეულ ყრილობას (სადაც ბურჯანაძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს) არ ესწრებოდა ,,ქდმ“-ს დელეგატების უდიდესი უმრავლესობა, ვისაც, მათივე განცხადებით, პარტიის ახალი თავმჯდომარის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ქდმ-ს რაიონული ლიდერები აღნიშნავენ, რომ ყრილობას არ ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებიც ყველა ნორმის მიხედვით დელეგატებად უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი, ხოლო ის მცირე ნაწილი, ვინც ესწრებოდა, აცხადებს, რომ იქ ,,ქრისტიან-დემოკრატების“ წევრები არ უნახავთ, იყვნენ სრულიად უცხო ადამიანები, ხოლო შემდეგ როგორ შედგა ყრილობის ოქმი, მათთვის ეს უცნობია.

რამდენად ლეგიტიმურად ითვლება 6 მაისს მოწვეული ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობის გადაწყვეტილება და რატომ აპროტესტებენ პარტიის წევრები ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარედ არჩევას მათი მონაწილეობის გარეშე.

უფრო ადრე, ,,ქდმ“-ს ლიდერი გიორგი თარგამაძე აკეთებს საჯარო განცხადებას პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ, ერთი შეხედვით, ის განზე დგება პოლიტიკური პროცესებიდან და ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ უერთდება ნინო ბურჯანაძის ,,დემოკრატიულ მოძრაობას“. წინასაარჩევნოდ დაბლოკების პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთიანი ბლოკის შექმნისა და ერთიან კანდიდატზე შეთანხმების შეასახებ, კონსულტაციები მიმდინარეობდა ნინო ბურჯანაძესთანაც, თუმცა ასეთი დიდი გაერთიანება არ შედგა და ამის მიზეზად კულუარული ინფორმაციით სახელდებოდა ის მიზეზი, რომ ბუჯანაძე მისი ქუდის ქვეშ პარტიების შერწყმას ითხოვდა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა რიგი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის, თუმცა ეს მისაღები აღმოჩნდა ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის“. ,,ნიუპოსტის“ ჟურნალისტთან საუბარში, ისინი აცხადებენ, რომ პარტიის ყრილობის მიერ, მათი თანამონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება, მართლაც ტოვებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ქდმ-ს ხელმძღვანელობამ პარტია ნინო ბურჯანაძეს ,,რაღაცის“ სანაცვლოდ გადაულოცა. ქდმ-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები 6 მაისს ჩატარებულ ყრილობას არალეგიტიმურს უწოდებენ და უახლოეს პერიოდში თავად გეგმავენ შეკრებას და აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტებას.

,,ნიუპოსტთან“ საუბარში, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ 6 მაისს ჩატარებული ყრილობის შესახებ და მხოლოდ ყრილობის შემდეგ შეიტყვეს, რომ ნინო ბურჯანაძე მათი პარტიის თავმჯდომარე გახდა. მხოლოდ ორი რაიონის თავჯდომარე აცხადებს ჩვენთან საუბარში, რომ ისინი ესწრებოდნენ, თუმცა მათთვისაც უცნობი იყო პარტიის ყრილობის დღის წესრიგი. თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი გიორგაძე ,,ნიუპოსტთან“ საუაბრში ყრილობის მიერ პარტიის მთავარი კომიტეტის არჩევაზეც საუბრობს. როგორც გიორგაძის საუბრიდან ირკვევა, ქდმ-ს მთავარ კომიტეტში პარტიის ცნობადი სახე მხოლოდ გიორგი ახვლედიანია, ხოლო რამდენიმე მათგანი ნინო ბურჯანაძის პარტიის ლიდერები არიან, რომლებიც მედია საშუალებებში თავს ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებად წარადგენენ.

,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეთა საუბრებს:

ლაშა ბერაია: „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე: ყრილობას არ ვესწრებოდი და არც ვიცოდი თუ ასეთი რამ ხდებოდა.

ჩემთვის ეს არის ყოვლად მიუღებელი და არალეგიტიმური. ჯერ ერთი, მინიმუმ ინფორმაცია უნდა მოწოდებულიყო ჩვენთვის და შემდეგ ჩვენი საქმე იყო, ჩავთვლიდით საჭიროდ წასვლას თუ არა. სხვა რაიონებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი ბევრს არ მიუღია მონაწილოება.

ყრილობას, რომელსაც არ ესწრებიან დელეგატები ეს არ არის ლეგიტიმური და რა თქმა უნდა, ვერ აირჩევდნენ თავმჯდომარეს. აუცილებლად მივიღებთ გარკვეულ ზომებს ამასთან დაკავშირებით. არ შეიძლება ასეთი გაუმართლებელი საქციელებით პარტიის თავმჯდომარე გახდეს ადამიანი, რომელიც, როგორც მე ვიცი, სხვა პარტიის თავმჯდომარეცაა.

რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს ერთმანეთში გვქონდა კონსულტაციები. გიორგი ახვლედიანს ვერ უკავშირდები, ჩემი აზრით, დაკავშირებას აზრიც აღარ აქვს. აუცილებლად გვექნება ქმედითი ნაბიჯები.

მარლენ ქაფიანიძე: „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ადიგენის ორგანიზაციის წარმომადგენელი - ყრილობაზე ვერ წავედი რადგან ცუდად ვიყავი. არ ვიცი, სექტემბერშია კიდევ მომდევნო ყრილობა... როგორც ვიცი კოალიციის თავმჯდომარე სხვა იყო.

გიორგი გიორგაძე: „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე : ყრილობას ვესწრებოდი. ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ დელეგატები იქ იყვნენ. მთავრი კომიტეტი არჩეული იქნა. გიორგი ახვლედიანია ქდმ-დან... კიდევ ზაზა ვეკუა და დანარჩენები ყველა არ მახსოვს, გიგლა ბარამიძეა კიდევ. მათ დატოვეს დემოკრატიული მოძრაობა და ჩვენი პარტიის წევრები გახდენენ. რამდენადაც მახსოვს ლევან ვეფხვაძესაც ჰქონდა შეთავაზება, თუმცა ლევანმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას.

როდესაც იყო გაერთიანებაზე საუბარი მოინახა ოპტიმალური გზა, რომ გაცილებით მარტივი ყოფილიყო წინასაარჩევნო პროცედურების წამართვა. ამის გამო მოხდა პარტიების გაერთიანება. პარტიას ისევ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ჰქვია. იგეგემება შემდეგ ყრილობა, სადაც უნდა ვიმსჯელოთ გაერთიანებაზე. ჩატარდა თუ არა ყრილობა პარტიის წესდების თანახმად, ეს იურისტების კომპეტენციაა. მე გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა გარეგნულად რამე ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩენია.

ავთო ტუნაძე, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ წალკის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე: ეს ყრილობა იყო არალეგიტიმური. მე არ ვესწრებოდი ყრილობას და რამდენაც ჩემთვის არის ცნობილი, არც ნამდვილი „ქრისტიან-დემოკრატი“ ესწრებოდა ვინმე, ხუთი ექვსი კაცის გამოკლებით.

ჩემი ფრაქციის არცერთი წვერი მიწვეული არ იყო ყრილობაზე. ასევე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სახელით გამოდიოდა ნინო ბურჯანაძე არჩევნებში და არც ერთი ჩვენი პარტიის წევრი არც სიაში ჰყავდა და არც დამკვირვებლად რომელიმე უბანზე.

ვერ ვიქნები თანახმა, რომ ნინო ბურჯანაძე იყოს ჩვენი პარტიის თავმჯდომარე. პარტია კანტორა ხომ არ არის, რომ ამის გადაბარება გადმობარება შეიძებოდეს. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ჩვენი პარტიის წევრი არ ყოფილა, გადმოვიდა გარიგებით... არ ვიცი ამას რა ჰქვია, ეს არის ყველა პარტიის სირცხვილი. ჩვენი დევიზი იყო ,,ტრადიციებით ევროპისაკენ“ და ალბათ ქალბატონი ნინო დაამატებდა ,,ტრადიციებით ევროპისკენ მოსკოვის გავლით“. არ ვიცი, მაგან რა უნდა მოაწესრიგოს საქართველოში.

რუსიკო მახარაძე: „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე: არა არ ვესწრებოდი. ვიცოდით, რომ იქმნებოდა კოალიცია, მაგრამ ის, რომ ნინო ბურჯანაძე უნდა აერჩიათ პარტიის თავმჯდომარედ ეს იყო მოულოდნელი.

ყრილობის წინ უნდა ჩატარებულიყო კონფერენცია და თუ ამირჩევდნენ დელეგატად მოვხვდებოდი ამ ყრილობაზე, მაგრამ ასეთი კონფერენცია არ ჩატარებულა. პარტიის წესდების თანახმად, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა იყოს კონფერენციაზე. არ მგონია, რომ ნინო ბურჯანაძე ვინმეს აერჩია პარტიის თავმჯდომარედ. როგორც გავიგე, ჩვენი პარტიიდან კონფერენციაზე 10-15 კაცი იმყოფებოდა და ეს 10-15 კაცით ყრილობა უფლებამოსილი არ იყო, რომ თავმჯდომარე აერჩია.

თამაზ დოლიძე, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე: არა აბსოლიტურად არაფერი ვიცოდი, არც ვესწრებოდი ყრილობას. არც მოწვევა მქონდა ყრილობაზე. პარტიის წესდების თანახმად უნდა დავსწრებოდი, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა.

გია ცაავა, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე: არ ვესწრებოდი ამ ყრილობას. პარტიის წესდების თანახმად უნდა ესწრებოდეს რაიონული ორგანიზაციის თანამშრომელი, მაგრამ არ ვიყავი მიწვეული.

პავლე კიკალიშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წყალტუბოს თავმჯდომარე: დიახ ვესწრებოდი, თუმცა სანამ იქ არ მივედი, რა დღის წესრიგი იყო არ ვიცოდი. დაახლოებით 10 თავმჯდომარე თუ იქნებოდა. როცა გაერთანება მოხდა ამ ორი პოლიტიკური მოძრაობის, რამდენად ჯდებოდა ეს იურიდიულ ფარგლებში არ ვიცი, მაგრამ თუკი ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობა იყო, მაშინ რა თქმა უნდა ამ პარტიის წევრებს და ადგილებზე კონფერენციების შედეგად გამოვლენილ დელეგატებს უნდა ჩაეტარებინათ, ჩემი აზრით, ასე უფრო უპრიანი იქნებოდა. რაც შეეხება იმ თავშეყრას, რაც იქ მოხდა, არ ვიცი რამდენად სწორი და გამართლებული იყო. მე პირადად დიდად აღფრთხოვანებული ვერ დავრჩი და მიმაჩნდა, რომ ეს არ იყო სწორად განსაზღვრული თუ იურიდიულ ნორმებით გადაწყვეტილი აქცია თუ ყრილობა. მე არც მხარი დამიჭერია და არც წინააღმდეგი წავსულვარ, იმ მომენტში, როცა ის აირჩიეს დარბაზშიც არ ვიყავი, გასული ვიყავი მცირე ხნით და იმ მომენტში მოხდა. ყრილობას ესწრებოდა დაახლოებით 80-მდე ადამიანი ალბათ, ეს იმდენად პატარა დარბაზი იყო, რომ მეტი არც დაეტეოდა. ძალიან ბევრი გრძნობს თავს შეურაცხყოფილად, მე არ ვიცი, ვისი ინიციატივა და ვისი გადაწყვეტილება იყო, და რა ღირებულების ფასად... ღმერთმა ქნას, რომ მარტო პოლიტკური ღირებულება იყოს, მაგრამ არც ეს პოლიტიკური გაერთიანება არ გამოვიდა, და ღმერთმა ნუ ქნას, რომ სხვა რამე აღმოჩნდეს და ესეც გამართლდეს.

ლია ჩოგური, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: ყრილობაზე როგორც ვიცი, სხვები არ იყვნენ და არც მე არ ვიყავი მიწვეული, თუმცა გავიგე რომ ბურჯანაძე აირჩიეს თავმჯდომარედ. მხარს არ ვიცი, დავუჭერდი თუ არა.“

მადონა ქურხული, ქრისტიან-დემოკრატული მოძრაობის საგარეოჯოს სარიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: მე არ ვესწრებოდი იმ ყრილობას, თუმცა ეს შავით თეთრზე წავიკითხე, რომ ბურჯანაძე გახდა თავმჯდომარე და მეტი არავის არაფერი უთქვამს. ,,ქრისტიან-დემოკრატები“ დავრჩით შავ მუშად. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უნდა შეეტყობინებინათ ამ ყრილობის შესახებ. ჩვენ გვინდოდა შეხვედრა ლიდერებთან, მაგრამ რატომღაც არავის არ სცალია და მე ვფიქრობ, რომ მარტო მე არ ვარ ამ დღეში, სხვებიც ამ პოზიციაზე არიან. ჩვენ არავინ გვკითხა. რაღაცაზე უნდა ყოფილიყო შეთანხმება, საერთო აზრი, სამომავლო გეგმები უნდა ყოფილიყო დასახული. ჩვენ უბრალოდ არ ვუღალატეთ ჩვენს საქმეს და ერთგულად დავრჩით და რაც მოხდა, თქვენც ნახეთ.


ეს არის ნაწილი ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების განცხადებებისა, სადაც ისინი პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევის შესახებ საუბრობენ.


მასალის გამოქვეყნებამდე ნახევარი საათით ადრე, სააგენტოში ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან მორიგი ზარი გაკეთდა. პარტიის წარმომადგენელი ქალბატონი, ნინო ბურჯანაძის ერთპიროვნულ გადაწყვეტლებაზე საუბრობს. საქმე ეხება საკრებულოში იმ ადამიანების გაყვანას, რომელსაც კავშირი არ აქვთ ,,ქდმ“-სთან და არიან სხვა პარტიის წარმომადგენლები:

,,ჩვენ გვამუშავეს და ყველანაირი სტატუსი ჩამოგვართვეს, ვიმუშავეთ მათ შორის ანაზღაურების გარეშე. ვიმუშავეთ ზეწოლის ქვეშ. როცა საუბარი იყო, რომ გენდერული ბალანსი უნდა ყოფილიყო დაცული, სად არის ეს ბალანსი? არანაირი ყურადღება. პასუხები არ გვაქვს ამ ყველაფერზე, თუ მათ არ იციან, ჩვენ ვიცით ვინ ჩაგვენაცვლენ. თუკი იკითხავთ რაიონში, გეტყვიან ვინ ჩასვეს პირველ ნომრად და ის ადამიანი რას წარმოადგენს, რომელ პარტიაში იყო... ეს ხალხი ჩვენს პარტიას არ ჩაუსვამს, თვითონ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან მოხდა, თბილისიდან... ეს ადამიანები პარალელურად მუშაობდნენ საჯარო სამსახურში, მათ არ შეეძლოთ მოსვლა საარჩევნო შტაბში, რადგან ამას კანონმდებლობა კრძალავს, მაშინვე 2000 ლარით დაჯარიმდებოდა. სხვა დანარჩენები ცდილობდნენ, რომ ჩაეშალათ პარტიული სია, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემი ხელშეშლით, რომ ეს არ მომხდარიყო, ლელო მაინც გავიტანეთ. სხვა შემთხვევაში სტატუსის გარეშე მე მეტს ვერაფერს გავხდებოდი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ვიბრძოლეთ, დღეს მე ვმკურნალობ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. გვინდოდა შეხვედრა ჩვენს ლიდერებთან, ბევრი კითხვაა დაგორვილი, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ქალაქში არ არიან და ა.შ. მაგრამ ეს როდემდე გარძელდება, არ ვიცით...“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42