იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ბევრი გადაყენებული მინისტრი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვიხილოთ.
„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგის, რომელიც აღარ არის მინისტრი შემშურდა კიდეც, რადგან მათ მიეცემათ აგვისტოში დასვენების საშუალება. მე მათ ვესაუბრე და ისინი აბსოლუტურად მშვიდად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ისინი რჩებიან ჩვენს მეგობრებად. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანი, თუ არა ყველა, კვლავ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვიხილოთ. ვიცი, რომ პრემიერის მხრიდან მათთან მომავალზე საუბარი იყო. ეს უკვე მათი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია ისინი რჩებიან პოლიტიკური გუნდის წევრებად. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ერთად, რომლის მიზანიც პროგრესული სახელმწიფოს შექმნაა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილება შეეხო შვიდ სამინისტროს. ესენია: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სასჯელაღსრლებისა და პრობაციის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესბის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულუტრის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თუმცა როგორც პრემიერმა განმარტა სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






