საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მომხდარ ტრაგედიაზე დასავლეთის საპასუხო ქმედებებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.
„რის გაკეთება შეუძლია ევროპას პუტინთან დაკავშირებით.
რამდენიმე კვირის წინ, "German Marshall Fund”-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც მე დასავლეთის საპასუხო მოქმედებები გავაკრიტიკე უკრაინასთან მიმართებაში, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც მოისაზრება ევროკავშირის მომავალ უმაღლეს წარმომადგენელად საგარეო პოლიტიკის საკითხებში - აგრესიულად მკითხა, “ანუ გვირჩევთ, რომ ევროპამ რუსეთი უნდა დაბომბოს?” რაზეც მე ვუპასუხე: “მაშ, ევროპა უნდა დაელოდოს, სანამ რუსეთი მას პირველი დაბომბავს?", - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
რამდენიმე დღის წინ, მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად შედეგად ბორტზე მყოფი 285 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






