ექსპერტი კახი კახიშვილი მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს. ექსპერტის განცხადებით ცვლილებები შეეხო ისეთ მინისტრებს, რომელთა შეცვლაც „ქართული ოცნებისთვის“ უმტკივნეულოდ ჩაივლიდა:
„გადაწყვიტეს იმ მინისტრების ცვლილებები, რომელთა უკანაც არ დგას რომელიმე პოლიტიკური ძალა და რომელთა თანამდებობიდან წასვლა უმტკივნეულოდ ჩაივლიდა „ქართული ოცნებიდან“. სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ მას უნდოდა მინისტრობა რომელ დარგშიც არ უნდა ყოფილიყო, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ის იმ სამინისტროშიც კმაყოფილად გრძნობდა თავს, რომლის ყველაზე დიდ დეპარტამენტსაც ვერ აკონტროლებდა, ამიტომ, როგორც ჩანს ახლა თვლის, რომ დევნილების სამინისტრო ყველაზე კომფორტულია, მე ისიც მიკვირს როგორ შეიძლება ადამიანი ყველაფრის მინისტრად ვარგოდეს“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ შვიდი სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






