„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათელაშვილი „არასერიოზულ ფუგურად“ არის მოხსენიებული.
ნათელაშვილი ურჩევს ივანიშვილს, რომ „თავი დაანებოს ოპონენტებთან ჭიდილს და მიხედოს იმ საქმეს, რაც მას ხალხმა ანდო“.
"ბატონო ბიძინა, გარისკეთ და დამიჯექით პირდაპირ ეთერში ტელედებატებში, სადაც მე თქვენ დაგიმტკიცებთ, რომ უპასუხისმგებლობა, გადაგდება, სიტყვის გატეხვა და ქვეყნის კრიზისში შეყვანა თქვენს ცოდვილ სულზეა. იქნებ დაანებოთ თავი ოპონენთებთან უაზრო არგუმენტებით ჭიდილს და მიხედოთ იმ საქმეს, რომელიც ხალხმა განდოთ. ჯერ კიდევ შეიძლება, რომ გამოასწოროთ თქვენს მიერ მიქარული. ბატონ ივანიშვილს უყვარს მონა ტელევიზიები, მონა პოლიტიკოსები , მონა ჟურნალისტები, მონა არასამათვრობოები და საერთოდ ამ კაცს უყვარს მონები. „რუსთავი 2“ ბედნიერია, რომ ბატონი ივანიშვილი ცუდი თვალით უყურებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქემ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„ორგანიზაცია “მოქალაქე” არ აპირებს უპასუხოს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეარხ რუსთავი 2-ზე ექსპრეზიდენტისა და თავად რუსთავი 2-ის უპასუხისმგებლო განცხადებებსა და რიტორიკას. დიდი ხანია, ექსპრეზიდენტი თავისი უპასუხისმგებლო და არასერიოზული გამოსვლებით დაემსგავსა საჯარო სივრცეში უპასუხისმგებლობო გამონათქვამების სიმბოლოს _ შალვა ნათელაშივილს, რომელსაც პრაქტიკულად სერიოზულად აღარავინ აღიქვამს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






