„საერთაშორისო გამჭვირვალობა" თვითმმართველობის ორგანოებში გაცემულ პრემიებს აქვეყნებს
პოლიტიკა - 20:56, 21 Jul, 2014     2186

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობებში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამინისტროებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

კვლვევა 2014 წლის პირველი იანვრიდან მაისის ჩათვლით გაცემულ თანხებს ეხება, იმერეთის შემთხვევაში კი 2014 წლის პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით გაცემული პრემიების მონაცემებია წარმოაგდგენილი.

„2014 წლის 1 იანვირდან მაისის ჩათვლით სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებში პრემიის სახით ჯამში, 2 მილიონ 135 ათას ლარზე მეტი გაიცა. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია თვითმმართველ ქალაქ ფოთის (346 თანამშრომელზე 564106.1 ლარი), ზუგდიდის (170 თანამშრომელზე 383584.5 ლარი), აბაშის (158 თანამშრომელზე - 344150 ლარი), სენაკისა (198 თანამშრომელზე 247940 ლარი) და მარტვილის (156 თანამშრომელზე 229990 ლარი) მუნიციპალიტეტებში გაიცა. ხობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და საჯარო მოხელეებს მიმდინარე წელს პრემია არ აუღიათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ 2014 წლის იანვარიდან მაისის ჩათვლით პრემია სამჯერ აიღეს, ჯამში თანაბრად - 7950/7950 ლარი. ამავე პერიოდში სამჯერ აიღო პრემია ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამაც, ჯამში 7550 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუამ კი - 8250 ლარი. სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემია ორჯერ აიღო, ჯამში 5300 ლარის ოდენობით, ამავე ოდენობის პრემია მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ხაბურზანიამ. აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმაც იანვრიდან მაისის ჩათვლის სამჯერ აიღო პრემია, ჯამში 7950 ლარის მოცულობით. მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ გოროზიამ კი ორჯერ, ჯამში 5300 ლარი, ამავე ოდენობის პრემია მიიღო ყოფილმა გამგებელმა მამუკა დანელიამ.

გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემიის სახით ჯამში 580 ათას ლარზე მეტი გაიცა, ყველაზე მეტი მოცულობით პრემია გაიცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - 205 თანამშრომელზე 262 875 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 210 თანამშრომელზე - 103 097 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი 191 თანამშრომელზე - 214 060 ლარი. გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პრემია არ მიუღიათ. ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიგინეშივლმა 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემია ორჯერ, ჯამში 5300/5300 ლარი აიღეს. ამავე პერიოდში იგივე ოდნეობის პრემია მიიღეს ჩოხატაურის გამგებელემა თამაზ ჯინჭარაზემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ.

აჭარის თვითმმართველობებში, კერძოდ - ხულოს, ქედას, ხელვაჩაურისა და ქობულეთის გამგეობასა და ბათუმის მერიაში 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით ჯამში 1 861 197 ლარი გაიცა, ამათგან ყველაზე მეტი - 1 მილიონ ლარზე მეტი პრემიის სახით ბათუმის მერიის 471 თანამშრომელმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიაში პრემია ხუთივე თვეს იქნა გაცემული. რაც შეეხება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ერმაკოვს, მან 2014 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით 5535 ლარი მიიღო, მისმა წინამორმედბა ჯემალ ანანიძემ კი 2014 წლის იანვარში - 2250 ლარი. 2014 წლის იანვრიდან მაისი ჩათვლით პრემია 5300 ლარის ოდენობით მიიღეს ხულოსა და ქობულეთის გამგებლებმა. ამავე პერიოდში ხელვაჩაურის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის პრემიამ 4505 ლარი შეადგინა, ქედის გამგებელმა დავით დუბაძემ კი 3975 ლარის მოცულობის პრემია მიიღო.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლის უმაღლეს საბჭოს, პრემია ხუთჯერ, 2014 წლის ინავარიდან მაისის ჩათვლით ყოველ თვეს იქნა გაცემული, 98 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიის მოცულობამ ჯამში 333 158 ლარი შეადგინა, სამინისტროებსა და ცალკეულ უწყებებში კი ოთხჯერ, იანვრიდან აპრილის ჩათვლით იქნა გაცემული. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია აჭარის ა.რ. მთავრობაში გაიცა - 124 თანამშრომელზე 358 044 ლარი, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით ჯამში 8650 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებმა თანაბარი ოდენობის პრემია 8160/8160 ლარი მიიღეს. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტმა დავით ბალაძემ კი პრემიის სახით 7140 ლარი მიიღო.

ავთანდილ ბერიძემ, რომლის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით თანამდებობრივი სარგოს გარდა (ჯამში 15 000 ლარი) უმაღესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით 13 750 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასამემ თანამდებობრივი სარგოს გარდა (5 თვეზე ჯამში 11 750 ლარი) უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით 11 750 ლარი მიიღო, ისევე როგორც უმღალესი საბჭოს სხვა წევრებმა: ანზორ თხილაიშვილმა, ალექსანდრე ჩიტიშვილმა, თემურ კახიძემ, ირაკლი ჯაშმა, აკაკი ძნელაძემ, დავით ბაციკაძემ, გიორგი მასალკინმა, ჯემალ ფუტკარაძემ, სულხან ღლონტმა. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დანარჩენ წევრებს: მერაბ აბაშიძეს, მურმან ბერიძეს,თემურ ბოლქვაძეს, ასმათ დიასამიძეს, პეტრე ზამბახიძე, ეკატერინე თარგამაძეს, სვეტლანა კუდბას და მიხეილ მჟავანაძეს თანაბარი ოდენობის თანამდებობრივი სარგოს (5 თვეზე 9 750 ლარი) გარდა უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით თითოეულს 10 750 ლარი აქვთ მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42