სტატიაში საუბარია ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის სახლში, სავარაუდოდ, მისივე ინიციატივით არის ჩაწერილი.
,,პრეზიდენტი სააკაშვილი, პრემიერი ჟვანია და სამი გავლენიანი ბიზნესმენი პოსტშევარდნაძისეულ საქართველოში მედია გავლენების გადანაწილებაზე საუბრობენ. როგორც საუბრიდან ირკვევა, პრობლემა ერთმანეთში ,,იმედის“ მეპატრონე ბადრი პატარკაციშვილსა და ,,რუსთავი 2“-ის მეპატრონე ეროსი კიწმარიშვილს აქვს. დავობენ იმაზე, თუ რატომ ახდენს პატარკაციშვილი კადრების გადაბირებას ,,რისთავი 2“-დან ,,იმედში“. სააკაშვილი, ჟვანია და ჩხარტიშვილი ამ შეთმხვევაში უფრო არბიტრის როლში გამოდიან და პატარკაციშვილსა და კიწმარიშვილს შორის ურთიერთობების დარეგულირებას ცდილობენ“, - წერს გამოცემის ჟურნალისტი და იქვე ჟვანიას და პატარკაციშვილის საეჭვო გარდაცვალებაზე მიუთითებს.
გამოცემის აზრით, საზოგადოებას არ სჯერა ჟვანიას ,,გაზით გაგუდვის“, ხოლო რაც შეეხება პატარკაციშვილს, როგორც ,,ასავალ-დასავალი“ წერს, ბიზნესმენი, რომელსაც საკუთარი ჯანმრთელობა მუდმივ კონტროლზე ყავდა და ,,რომელსაც გადაადგილების დროს უახლესი სამედიცინო აპარატით აღჭურვილი სპეცმანქანა დაჰყვებოდა, უეცრად გულით გარდაცვლილიყო“. რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილს, სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ კიწმარიშვილს, რომელსაც ბოლო პერიოდში პოლიტიკური და მედიასთან დაკავშირებული გეგმები ჰქონდა, მათ შორის რუსთავი 2-ის დაბურნების, ძნელად დასაჯერებელია, რომ თავი მოეკლა.
ფრთხილად იყავით, ბატონო ვანო, - აფრთხილებს ,,ასავალ-დასავალი“ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს.
,,წესით, ვანო ჩხარტიშვილმა ზუსტი დასკვნები უნდა გამოიტანოს, რატომ აღარ არის დღეს ცოცხალი ის სამი პიროვნება, რომლებთან ერთადაც იგი ერეთ დროს, ერთი მაგიდის გარშემო, სააკაშვილთან თათბირობდა!“, - წერს ,,ასავალა-დასავალი“.
მასალის გამოყენების პირობები






