„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილის თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს. შატბეტაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივ საქმიანობაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაა“.
„ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდეა ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ საქმიანობაში. მას აწყობს სააკაშვილი „სი-ენ-ენ“-ზე, „ბი-ბი-სი“-ზე... აი, ესეთი სააკაშვილი აწყობს ივანიშვილს, ქვეყნის გარედან რომ უქნიოს ივანიშვილს ხელები, დაპატიმრებული საააკშვილი მას არ აწყობს“, - აცხადებს შატბერაშვილი გაზეთ „ქრონიკასთან" საუბარში.
შატბერაშვილი კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ სურთ მთავრობის დღევანდელ წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაპატიმრება. მისი თქმით, ყოფილ ხელისუფლებას ამჟამინდელი ხელისუფლების დეპუტატებზე ფარული ჩანაწერები აქვთ.
„ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა ქალბატონმა მითხრა, ყოფილ ხელისუფლებას, ამჟამინდელი ხელისუფლების დეპუტატ ქალბატონებზე ფარული ჩანაწერები ჰქონიათო. ჯერ კიდევ შარშან მითხრეს, რომ ამის გამო დუმან. ხმას ვერ იღებენ. არამარტო ხელისუფლების მაღალჩინოსანი ქალბატონები, ამ ფარული ჩანაწერების გამო, მთავრობის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი მამაკაციც ცუდ დღეშია. ასე ჰყავთ გაჩერებული“, - აცხადებს შატბერაშვილი.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






