რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა.
„ბოლო 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები. პრემიერისგან ეს გამოწვევა მივიღე, რომ ვუხელმძღვანელო გარემოს დაცვის სამინისტროს. ჩვენ ახალ სამინისტროშიც ასევე ვიქნებით შედეგებზე ორიენტირებულები, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილება შეეხო შვიდ სამინისტროს. ესენია: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სასჯელაღსრლებისა და პრობაციის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესბის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულუტრის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თუმცა როგორც პრემიერმა განმარტა სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი გარემს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






