პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა ახალი სამთავრობო გუნდის დამტკიცებამდე გადადო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სამთავრობო გუნდში განხორციელებული ცვლილებაა.
"დაგემილი გვქონდა უშიშროების საბჭოს სხდომა. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მინისტრები ამ პროცესში არ იცვლებიან. თუმცა იცით, რომ პარლამენტში ახალი სამთავრობო გუნდის წარდგენისას იქნება ყველა მინისტრის განხილვა. ამიტომ უშიშროების საბჭოს სხდომას დავნიშნავთ მაშინ, როგორც კი დამტკიცდება ახალი მთავრობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილება შეეხო შვიდ სამინისტროს. ესენია: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სასჯელაღსრლებისა და პრობაციის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესბის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულუტრის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თუმცა როგორც პრემიერმა განმარტა სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი გარემს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






