„დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველამ ერთად ძალიან კარგად ვიმუშავეთ, მთავრობა ვაიძულეთ აღიაროს საკუთარი უუნარობა! დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმასაც, რომ მთავრობას არაფრად მიაჩნია საერთაშორისო კრიტიკა და ხალხის აზრი.
ის მინისტრები, ვის ქმედებებსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ და ვის გასაგონადაც ყველაზე მეტ მოთხოვნებს და განცხადებებს ავრცელებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ვისზეც ყველაზე მეტად იყო შიდა კრიტიკა ბიუჯეტის გარღვევის, ვალების აღების, ფასების ზრდის, რესტორნებში ჩვენი ფულით ციკნებით ქეიფის გამო, სამუშაო ადგილების დაკარგვის, 100 ქარხნის არაშენების გამო, ისინი ყველანი ადგილზე რჩებიან. ირაკლი ღარიბაშვილი, ნოდარ ხადური, ალექსანდრე ჭიკაიძე, თეა წულუკიანი, ფარცხალაძე-გაბადაძე პოსტებს ინარჩუნებენ. ბრძოლა გრძელდება!!“,- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ ცნობილი დღეს 11:00 საათზე გახდა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, ცვლილება შეეხო შვიდ სამინისტროს. ესენია: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულუტრის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თუმცა როგორც პრემიერმა განმარტა სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი გარემს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






