საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ახალი მთავრობის კოორდინირება მიმდინარეობს, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტში ახალი სამთავრობო გუნდის წარდგენა მოხდება.
„პრემრიმინისტრმა შეცვალა 7 მინისტრი და რა კონსტიტუციური მდგომარეობა დადგა ამის შედეგად. საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია, მისთვის უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ, საქართველოს პარლამენტმა ასეთი პროცედურა განახორციელა შარშან, როცა 7 მინისტრი იცვლება, ისმის კითხვა შენარჩუნებულია თუ არა ნდობა ახალ შემადგენლობასთან მიმართებით, სააქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის თაობაზე კითხვას უსვამს, როგორც კი ჩევნ გვექნება 7 ახალი მინისტრის სახელი და გვარი, ჩვენ ასეთი კითხვით მივმართავთ პარლანეტს და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს უცხადებს თუ არა ნდობას, ასეთი ვითარება გვაქვს“, - განაცხადა მარგველაშილმა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






