სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგალაძე ეხმაურება. როგორც გოგალაძე აცხადებს, მისი მინისტრობის პერიოდში ბევრი რეფორმა განხორციელდა. უკვე ყოფილი მინისტრი ვერ ხსნის, თუ რით არის გამოწვეული პრემიერის გადაწყვეტილება.
„რა ხარვეზი იყო და არ მოსწონდა პრემიერს, ამაზე სჯობს პასუხი მისგან გავიგოთ. მიმაჩნია, რომ ამ დროის განმავლობაში ბევრი რეფორმა განხორციელდა და ბევრი ცვლილება დაიწყო. იმედია, ეს სასიკეთო რეფორემი გაგრძელდება ბატონი გუჯას მინისტრობის პერიოდში. იმედია, ბატონ გუჯას ისევე ეტკინება ეს სფერო, როგორც მე მტკიოდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა გოგალაძემ.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილება შეეხო შვიდ სამინისტროს. ესენია: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სასჯელაღსრლებისა და პრობაციის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესბის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულუტრის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თუმცა როგორც პრემიერმა განმარტა სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი გარემს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






