უმცირესობის წარმოამდგენლები მიიჩნევენ, რომ ის ცვლილებები, რომელიც მინისტრთა კაბინეტში განხორციელდა ამ მინისტრებისადმი საზოგადოებას კითხვები არ ჰქონდა, შესაბამისად ისინი აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს ცვლილებები სხვა კუთხით უნდა განეხორციელბინა და ძალოვანი უწყების მინისტრები შეეცვალა.
„არაადეკვატური პრემიერ-მინისტრი გვყავს, ისევ ვერ გაიგო რა არის მოსახლეობის გზავნილი, მოსახლეობას აწუხებს სამუშაო ადგილები და ეკონომიკა, ხადური კი ისევ ადგილზე რჩება, მოსახლოებას აწუხებს კრიმინალი და ჭიკაიძე ისევ ადგილზე დატოვეს, გარემოს დაცვის მინსიტრს შეცვლიან თუ არა და სად გადაიყვანენ ხორკიშვილს, ეს ცხადია არანაირი მესიჯი არ არის მოსახლოებისთვის და ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ ამ ქვეყნაში არც ღარიბაშვილი იღებს გადაწყვეტილებებს და არც ხორკიშვილია..ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანშვილი და ის არ არის ორიენიტრებული დაპირებების შესრულებაზე“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






