პრემიერ-მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამთავრობო გუნდში ცვლილებები მომავალშიც მოხდეს. ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მთავრობის გუნდში ცვლილებები შესაძლოა მომავალშიც მოხდეს, იმისათვის რომ სამთავრობო გუნდმა ეფექტურად იმუშაოს", - განაცხადა პრემიერმა.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილება შეეხო შვიდ სამინისტროს. ესენია: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სასჯელაღსრლებისა და პრობაციის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესბის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულუტრის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თუმცა როგორც პრემიერმა განმარტა სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი გარემს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






