სჭირდება თუ არა პრემიერს ახალი ნდობის მანდატი - ექსპერტის შეფასება
პოლიტიკა - 11:52, 21 Jul, 2014     2271

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება. „ნიუპოსტთან“ საუბარში ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში საკადრო ცვლილებისთვის კარგი დრო დაამთხვია. რაც შეეხება პროცედურებს, ალაფიშვილის განმარტებით პრემიერ-მინისტრს ამ შემთხვევაში ცვლილებების განსახორციელებლად პარლამენტის დასტური სჭირდება. კერძოდ, კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს სამთავრობო გუნდი, პრემიერის გამოკლებით. ამ შემთხვევაში პრემირ-მინისტრს ახალი ნდობის მანდატი არ სჭირდება.

„რეალურად ახალი ნდობის მოპოვების მექანიზმი არის მაშინ, როდესაც არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა იქმნება ან პრემიერი გადადგება და ახალი პრემიერი აყალიბებს გუნდს. თუმცა როდესაც არსებული პრემიერი ცვლის გუნდს, მას, ამ შემთხვევაში სჭირდება პარლამენტის დასტური. საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მხოლოდ მთავრობის შემადგენლობა. პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ნდობის მანდატის მოპოვება საჭირო არ არის. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს პოლიტიკურად გასაგები იყო. წინა კვირას გავაკეთე პროგნოზი, რომ მთავრობის ცვლილებისთვის ყველაზე კარგი დრო ეხლა იყო. ეს იყო ლოგიკური და მოსალოდნელი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება შიდა გადაადგილებები კოალიციური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი ფიგურები დარჩნენ მთავრობის შემადგენლობაში, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება სად გადანაწილდებიან ისინი. არ ვიცით თეა წულუკიანი, ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძის და სხვების სამომავლო ადგილები. შესაძლოა მოხდეს მათი გადაადგილებაც, დაველოდოთ“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილება შეეხო შვიდ სამინისტროს. ესენია: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სასჯელაღსრლებისა და პრობაციის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესბის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულუტრის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თუმცა როგორც პრემიერმა განმარტა სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი გარემს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42