მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, ცვლილება შეეხო შვიდ სამინისტროს. ესენი: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სასჯელაღსრლებისა და პრობაციის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესბის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულუტრის სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თუმცა როგორც პრემიერმა განმარტა სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი გარემს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მოხდა, პირველი მე გამოვყოფდი ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის რატიფიცირებაც მოხდა, ამით ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, ეს გვაძლევს ჩვენ შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს თანამედროვე და დემოკრატიული, საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებულად მეორე ტურის არჩევნები და ეს ტესტიც წარმატებით ჩავაბარეთ. კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება იმისა, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების სრული მხარდაჭერა.
საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას კარგად გვაქვს გაცნობირებული ის ნდობა რაც გვაკისრია ქართველი ხალხის მხრიდან. იმისათვის რომ სრულყოფილად შევასრულოთ დასახული მიზნები, ამას სჭირდება გაორმაგებული ენერგია, მოტივაცია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ, აქედან გამომდინარე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები.
ცვლილებები შეეხო შვიდ სამინისტროს: სოფლის მეურნების, სასჯელაღსრულების, დევნილთა, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის და დიასპორის სამინისტროებს. უახლოეს დღეებში დაინიშნებიან ხსენებული უწყებების პირველი პირები. რაც შეეხება სოზარ სუბარს, მე მინადა მან გააგრძელოს მუშაობა დევნილთა სამინისტროში, ელგუჯა ხოკრიშვილი კი ხათუნა გოგალაძეს შეცვლის. ყველა მინისტრი ჩვენი გუნდის წევრად რჩება“, - განაცხადა ირაკლი ღარიაბშვილმა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






