სააკაშვილის თქმით, ევროპას შეუძლია შეწყვიტოს ნავთობის მიღება რუსეთიდან და გაუყინოს საბანკო რეზერვები. რაც შეეხება აშშ-ს მხრიდან ,,გაზპრომზე“ სანქციების დაწესებას, სააკაშვილის განცხადებით, ამით ბიძინა ივანიშვილიც დაზარალდება, რომელიც მისივე თქმით, ფინანსურად ,,გაზპრომზეა“ დამოკიდებული.
„ამერიკამ ეს სანქციები შემოიღო სამი დღის წინ, ამას წინ უძღვოდა მძიმე სამუშაო და ამ სამუშაოს მონაწილე მეც ვიყავი. შემოიღეს ძალიან სერიოზული სანქციები. რაც შეეხება ევროპელებს, ევროპა არის გაყოფილი, გერმანია დაიძრა სწორი მიმართულებით - სჯობს გვიან ვიდრე არასდროს... საფრანგეთს მოუწოდეს არ მიყიდონ ის ვერტმფრენები. ევროპას შეუძლია შეწყვიტოს რუსული ნავთობსადენებით ნავთობის მიღება, შეწყვიტოს გაზის მიწოდება, ევროპას შეუძლია საბოლოო ჯამში გაუყინოს საბანკო რეზერვები.
შემოვიდა სანქციები „გაზპრომზე“, რითაც დაზარალდება ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი, ანუ არის პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის გაზპრომის მთავარი კერძო აქციონერი. საქართველოს ინტერესებშია, რომ რუსეთი დასუსტდეს, რუსეთის არმიას აღარ ჰქონდეს ფული, მაგრამ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი სრულიად არის ჩამოკიდებული ფინანსურად ,,გაზპრომზე“. არც უნდა გვიკვირდეს, ის რომ საქართველში გაუშვეს გევორქიანი, მაისაია და იჭერენ ხალხს, ვინც ამათ იჭერდა, ეს იგივეა რომ ხვალ უკრაინაში მოვიდეს ხალხი, რომლებიც ახლანდელ ხელისუფლებას დაიჭერს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






