რას წერდა ეროსი კიწმარიშვილი თავის მემუარებში ბიძინა ივანიშვილზე? კიწმარიშვილი ივანიშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს, ის ჰყვება, თუ როგორ აპირებდა ივანიშვილი მისთვის 20 მილიონის გადახდას ტელევიზიისთვის და როგორ ჩაიშალა ეს მოლაპარაკება, როგორც ეროსი კიწმარიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის გამო.
ნაწყვეტი მემუარებიდან:
,,მე მინდა მადლობა გამოვახტო თქვენს მიმართ და რახან ბადრი დამარცხდა, მე მეცხრე არხი აღარ მჭირდება. თქვენ გაჩუქებთ მის ტექნიკას, სიხშირეს, შენობებს და რაც მოგეწონებათ, ყველაფერი წაიღეთ... მან მითხრა, რომ რუსთავი 2-ის ანგარიშსზე 20 მილიონ დოლარს ჩარიცხავდა, რათა ტელეკომპანიას დეფიციტი აღარ შექმნოდა, ხოლო მომავალი აქციონერების სია ერთად უნდა ჩამოგვეწერა, ის აპირებდა ჩვენთვის, ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის მატერიალური კომპენსაცია გადაეხადა“, - წერდა კიწმარიშვილი თავის მემუარებში.
მასალის გამოყენების პირობები






