თვალების დახუჭვა იმაზე საშიშია, ვიდრე პუტინის რომელიმე დანაშაული - მუხრან ბურჭულაძე
პოლიტიკა - 20:38, 19 Jul, 2014     2428
,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე უკრაინაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ გამორიცხული არ არის, რუსული აგრესია მსფოლიოს სხვადასხვა წერტილებში სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს.

,,სამარცხვინო იყო საქართველოს ოფიციალური პირების კრემლოფობიური განცხადებები. ალბათ ბევრის მსგავსად ვერ გაუგიათ, რომ რუსეთმა ძალიან საშიში თამაში წამოიწყო, პუტინი ყველას გვემუქრება და გვაშანტაჟებს. ტერორიზმი პუტინისთვის მოდერნიზებული აგრესიაა, რითაც დასავლეთს ყურადღებას უფანტავს. გამორიცხული არაა რუსული აგრესია ახალი ფორმით მსოფლიოს სხვა და სხვა წერტილში ვიხილოთ. პუტინი გააგრძელებს დაწყებულ საქმეს, სანამ დასავლეთი მის დანაშაულებებზე თვალების დახუჭვას არ შეეშვება. გავიხსენოთ ბესლანი, პუტინი ვერც იმ უცოდველმა ბავშვებმა შეაჩერეს, ან თუნდაც სმოლენსკი http://1tv.ge/news-view/67117 რომლის მოტივიც ყველასთვის ცხადია, რომ მხოლოდ კრემლის კედლებშია საძებნი და ახლა კიდევ ტერაქტი 777. თუ ვინმეს ჰგონია რომ პუტინი ამით გაძღა, ძალიან ცდება.

გასაგებია, რომ რუსეთის პირდაპირი დადანაშაულება ღია კონფლიქტის ტოლფასია, მაგრამ სხვა შემთხვევაში უარი უნდა ვთქვათ მშვიდობაზე, რომელსაც რუსეთი არ გვაჩუქებს და ის უნდა მოვიპოვოთ. დედამიწაზე ახალი საფრთხე გაჩნდა - ესაა რუსული ტერორიზმი, ის ღიად ხორციელდება და კონკრეტულ მიზანს ემსახურება. რუსეთის არდასჯა და თვალების დახუჭვა იმაზე საშიშია, ვიდრე პუტინის რომელიმე ცალკეული დანაშაული. ყველამ უნდა მოვითხოვოთ და გავაჩეროთ ეს პოლიტიკური მანიაკი. მესმის, რომ რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას ყველა თავს არიდებს, რადგან ეშინიათ უკუშედეგის, მაგრამ განა რა უნდა იყოს იმაზე საშიში როგორიც ტერორიზმია. უნდა გვესმოდეს, რომ თითქმის ყველა მედიკამენტს ახასიათებს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკურნალობა შევწყვიტოთ. მართალია, ქიმიოთერაპია ჯანმრთელ უჯრედებსაც ვნებს, მაგრამ მეტასტაზზე აგრესიული ის არაა და მას მხოლოდ ეს შველის ზოგჯერ. ამიტომ, ყველამ უნდა ამოიღოს ხმა ამ ავადმყოფობის წინააღმდეგ, რომ პუტინმა პასუხი აგოს“, - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42