ჯაბა სამუშიასა და ალეკო ელისაშვილს შორის საკრებულოში დაპირისპირება მოხდა
პოლიტიკა - 16:03, 19 Jul, 2014     2544
ჯაბა სამუშიასა და ალეკო ელისაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებს შორის ინიდენტი თბილისის საკრებულოში პრემიებთან დაკავშირებული საკითხის რეგლამენტში შეტანას მოჰყვა.

პრემიების გაცემაზე უარის თქმის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ინიციატივით რესპუბლიკელები შევიდნენ. რესპუბლიკელებმა მოითხოვეს, რომ საკრებულოში პრემიების გაცემაზე უარის თქმის საკითხი კენჭისყრაზე დამდგარიყო, რასაც რამდენიმე ფრაქცია დაეთანხმა.

საკითხის რეგლამენტში შეტანას სხდომაზე კამათი მოჰყვა. ფრაქცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, საკითხი შესწავლა დროს საჭიროებს, რადგან პრემიების გაცემა მხოლოდ საკრებულოს თანამდებობების პირებისა არ ეხებათ, როგორც სამუშიამ სდომაზე განამრტა, საკრებულოს უნდა მიეღო ისეთი ფორმულირება, რომელიც მომავალში დავას არ გამოიწვევდა.

ჯაბა სამუშიას განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის რეპლიკა მოჰყვა, ელისაშვილის თქმით, ჯაბა სამუშიას პრემიების საკითხი აწუხებს, რადგან მას ყველაზე დიდი პრემია აქვს აღებული, ,,ცოტა დაირცხვინეთ მაინც და ისე ილაპარაკეთ“, - მიმართა ელისაშვილმა სამუშიას.

ჯაბა სამუშიამ კოლეგას ამ განცხადების გამო ,,უზრდელი“ უწოდა, რის შემდეგაც ელისაშვილი სკამიდან წამოდგა და სამუშიასკენ გაიწია. სიტუაციის განმუხტვა დავით ზურაბიშვილმა სცადა. ,,ჩუმად მაინც იჯექი და სხვას აცალე ლაპარაკი“, - მიმართა ელისაშვილმა სამუშიას.

აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ უმრავლესობა არ აპირებს სამართლებრივად დაადასტუროს განცხადება პრემიებზე უარის თქმის შესახებ. დეპუტატის თქმით, თუ საკითხი რეგლამენტში არ იქნება შეტანილი, საკრებულოს უმრავლესობა რეალურად პრემიების გაცემის შესაძლებლობას იტოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42