პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტზე უკვე იმსჯელა ექვსმა კომიტეტმა. ანგარიშს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ტაბუაშვილი წარადგენს.
განხილვისას დეპუტატები პრემიების დარიგების საკითხსაც შეეხნენ. თინა ხიდაშელის განცხადებით მომავალ კვირას იგი დაარეგისტრირებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც პრემიების გაცემის საკიტხს გაცილებით გაართულებს:
„ცალსახად და მარტივად უნდა ვთქვათ, რომ კატასტროფა იყო, აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, რაც გააკეთა ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთმა ჩინოვნიკმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. ამას ცალსახა შეფასება აქვს. მომავალ კვირას, მე პირადად დავარეგისტრირებ საკანონმდებლო ცვლილებას პრემიებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის იმ მარაზმს რაც ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ხდებოდა. ჩვენი ხელისუფლებით არ დაწყებულა, მაგრამ ეს არავის არ ხსნის პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






