საქართველოს ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის ქმედებამ აჩვენა, რომ ის ამ ტრაგედიის თანამონაწილეა.
,,მან დაურეკა ობამას... რუსეთის არცერთი მოქალაქე იქ არ დაღუპულა და პუტინი მოუყვა ობამას ამ თვითმფრინავის კტასტროფის შესახებ - ეს საერთოდ უპრეცენდენტო ფაქტია... მეორეც, იგი გამოვიდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ საბჭოზე და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. 24 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის მეტროში, ყველა მათგანი, რამდენადაც ვიცი, იყო რუსეთის მოქალაქე, მაგრამ არანაირი "წუთიერი დუმილი" არ ყოფილა მათ გამო, ხოლო თვითმფრინავში არცერთი რუსეთის მოქალაქე არ იყო და იგი წუთიერ დუმილს აცხადებს. რაზე ლაპარაკობს ეს - ანუ ქვეცნობიერად ან არაქვეცნობიერად მან დაგვანახა, რომ ამ ტრაგედიის თანამონაწილეა და პრინციპში, ყველა ჩვენგანმა იცის, რაც მოხდა...“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მანვე ,,ბუკის“ სისტემის იარაღზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის იარაღი აქვს საქართველოსაც და შეუძლებელია, ამგვარი სისტემის იარაღი შემთხვევით ადამიანებს უვარდებოდეთ ხელთ, თუ ის არ არის სახელმწიფოს მხრიდან ნებადართული, სააკაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაცია არ გადასცემდა ,,ბუკის“ სისტემას ,,ვინმე არაკონტროლირებად“ ადამიანს, რომელიც არ მსახურობს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.
,,...და რა თქვა გუშინ პუტინმა? მან თქვა რომ ამაში დამნაშავეა უკრაინა. რომ არ ყოფილიყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში - არ იქნებოდა ჩამოგდებული თვითმფრინავი. ანუ? - მშვიდობის მიღწევის ყველაზე კარგი საშუალებაა, დანებდე რუსეთს? თუ დამნებდები, არ იქნება ჩამოგდებული თვითმფრინვები, დაბომბვები. ყირიმში არ იყო სამხედრო მოქმედებები და არ იყო ჩამოგდებული თვითმფრინავები. ანუ უკრაინას წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, არ იქნებოდა პრობლემები...“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






