,,ეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, მათ შორის დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ჩემდა სამწუხაროდ არ გამოხატავს უკრაინის ხალხისადმი განსაკუთრებულ მხარდაჭერას, მაშინ როცა ამ სივრცის ყველა კეთილი ნების ადამიანი სუნთქვაშეკრული ადევნებს თავლყურს თუ რა ხდება აქ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, თუმცა ყველა პატიოსანი ადამიანისათვის უკრაინა ახლა სამშობლოა, რადგან ახლა აქ წყდება მათი მომავლის, მათი შვილების ბედი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, ბოინგ-777-ის რეისით მისი მეუღლეც უნდა გამგზავრებულიყო, რომელიც ასევე იყო მიწვეული შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციაზე, თუმცა როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სანდრამ გამგზავრება ვერ მოახერხა.
,,ჩემი მეუღლე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ელჩია და იგი მუშაობს იმ საკითხებზე როგიცაა შიდსი და იგი მიწვეული იყო ამ კონფერენციაზე, იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ამსტერდამიდან მოფრინავდა, იგი ორი თვის წინ იყო ინდონეზიაში ამგვარ კონფერენციაზე . რამოდენიმე დღის წინ მან მითხრა რომ აქვს ამგვარი მოწვევა მაგრამ იგი იმყოფება შვილთან ერთად და არ შეუძლია მისი მიტოვება, თან ძალიან დაიღალა და არ გაფრინდა. მისი კოლეგები გაფრინდნენ და დაიღუპნენ. მე ეგრევე გამახსენდა გუშინ ეს, როგორც კი გავიგე თვითმფრინავის დაღუპვის ამბავი. მე ვიცოდი მათ შესახებ სანდრასგან, ძალიან ძალიან კარგი სპეციალისტები და ადამიანები იყვნენ, რამოდენიმე მათგანი ჩვენთან საქართველოშიც იყო...“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






