კიწმარიშვილმა გიორგი სანაიასთან დაკავშირებით ბევრ კითხვაზე, იმ ქვეყნად წაიღო პასუხები" - ვახო სანაია
პოლიტიკა - 23:53, 18 Jul, 2014     2969

„ეროსი კიწმარიშვილმა ძალიან ბევრ შეკითხვაზე, თუნდაც გიორგი სანაიასთან დაკავშირებით იმ ქვეყნად წაიღო პასუხები“,- ამის შესახებ ვახო სანაიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ სტუმობისას განაცხადა.

სანაია მიიჩნევს, რომ ერთადერთი რაც კიწმარიშვილის გარდაცვალებას პასუხს გასცემს, ეს არის გამოძიება. სანაია თვლის, რომ ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ გამოძიების ფარგლებში დაადგინოს სიმართლე.

„შესაძლოა კიწმარიშვილმა არ ისურვა ბევრი წლის განმავლობაში, რომ ბოლომდე რაღაც საკითხებზე ესაუბრა. ალბათ ამის დროც დადგებოდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ეროსი კიწმარიშვილი არის გარდაცვლილი. ის ალბათ ფიქრობდა, რომ - ჯერ ამის დრო არ იყო დამდგარი... არ ვიცი, შეიძლება კიდევ რაღაც მიზეზი იყოს, მაგრამ მე ამას ამ შემთხვევაში არ ჩავუღმავდები“,- განაცხადა ვახო სანაიამ.

ეროსი კიწმარიშვილის საქმის შემდეგ, ვახო სანიამ, მისი ოჯახის პირადი ტრაგედიაც გაიხსენა და აღნიშნა რომ 13 წლის თავზე მისი ძმის, გიორგი სანაიას საქმე გაცამტვერებული საქმის მასალებისგან და მთლიანად გაყალბებული საქმისგან შედგება.

„მე შემიძლია კონკრეტულად ჩემი ოჯახის ტრაგედიაზე ვისაუბრო, აქ იყო შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან პირადპირი ძალადობის ოჯახზე, როდესაც ყველაფერი, პირველივე დღიდან დაწყებული გაყალბდა, გაცამტვერდა, საქმისგან პრაქტიკულად არაფერი არ დატოვეს, დაიწყეს რაღაც საქმის შეკერვა ხუხულების აგება, რომელიც გზადაგზა ინგრეოდა, იმიტომ რომ პროკურატურამ აბსოლუტურად მოგონილი ამბები შეთხზა, ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში იყო ჩართული, ძალიან თავისფლად დადის, 13 წელია ჩვენ ამ საქმის გახსნას ველით, ეს იყო წმინდა პოლიტიკური მკვლელობა და აი, ახლა მესამე ხელისუფლებაა უკვე...ეს მოხდა შევარდნაძის პერიოდში, მომდევნო წლების განამვლობაში ჩვენ ოჯახს განცხადება არ დაეწერა, მაგრამ ეს არ მოხდა, სულ ბოლოს რამდენიმე თვის წინ შევიტანე კიდევ პროკურატურაში განცხადება, რომ დაიწყოს ხელახლა ამ საქმის გამოძიება, თუმა რაღაც იურიდიული ნიუანსების მომიზეზებით ჩვენ მოგვივიდა პასუხი რომ ვერა, ჩვენ ვერ გამოვიძიებთ ამ საქმეს თავიდან... ესაა რეალობა დღეს. 26 ივლიის ხდება 13 წელი და 13 წლის თავზე ჩვენ გვიჭირავს ხელში გაცამტვრებული საქმის მასალები და მთლიანად გაყალბებული საქმე",- განაცხადა ვახო სანაიამ.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42